მიმდინარე სეზონში ფერან ტორესის პროგრესი აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიელი შემტევი დიდ სათამაშო დროს ვერ იღებს, მწირ შანსებს იყენებს, რომ თავისი პოტენციალი აჩვენოს.
ფერანი დიდი შრომისმოყვარეობითა და ძლიერი მენტალიტეტით გამოირჩევა, რაც ნელ-ნელა მოედანზეც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი სეზონის პირველი 6 მატჩიდან (4 ამხანაგური, 2 ოფიციალური) სასტარტო შემადგენლობაში ერთხელაც არ დაუყენებიათ, ის მიზნის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს – ფერანი აღიარებს, რომ გასული სეზონი კარგი არ ყოფილა და სურს, საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს.
ფიზიკური და მენტალური ტრანსფორმაცია
Relevo-ს ინფორმაციით, ფერანთან დაახლოებული პირები იტყობინებიან, რომ ის კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება, მისი თავდაჯერებულობა კი პიკს აღწევს. ტორესი თავისუფალ დროს დარბაზში ვარჯიშს დიდ დროს უთმობს და დიეტასაც მკაცრად იცავს, რითაც გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია. როცა სავარჯიშო სესია შუადღესაა, ის ბაზაზე დილით მიდის, რომ მარტო ივარჯიშოს.
მიუხედავად იმისა, რომ ფერანი “ხეტაფესთან” და “კადისთან” მოედანზე ცვლილებაზე შევიდა, მისი მონდომება მკვეთრად ჩანდა. ტორესის უსაზღვრო მოტივაცია “ვილიარეალთან” მატჩშიც გამოჩნდა, როცა თამაშში კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და რამდენიმე წუთში უმნიშვნელოვანესი გოლით ანგარიში გაათანაბრა. “კადისთან” შეხვედრაში, რომელშიც “ბარსამ” სეზონის პირველი მოგება მოიპოვა, ფერანმა გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ტორესს პრესეზონიც საოცარი ჰქონდა. მას მხოლოდ 133 წუთი მიეცა, მაგრამ 4 გოლი გაიტანა (საშუალოდ 1 გოლი ყოველ 33 წუთში). დიდმა შრომამ და გამორჩეულმა პერფორმანსმა ესპანელს 7-ნომრიანი მაისური მოუტანა, რითაც პარალელები მის კუმირთან, დავიდ ვილიასთანაც გაჩნდა.
ფერანის წარმატების მიზეზები
ტორესი ზაფხულში შვებულებიდან საუცხოო ფორმით დაბრუნდა. მას პერსონალური ფიტნესმწვრთნელი ჰყავს, დაბალანსებულ დიეტას მიჰყვება, ნაკლებ ხორცს/გლუტენს მიირთმევს და ორმაგ სავარჯიშო სესიებს ატარებს.
ჩავი ერნანდესი ფერანის შრომისმოყვარეობას ძალიან აფასებს და ფეხბურთელს აქებს. მისმა დადებითმა მიდგომამ და მუშაობამ გუნდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მომავალი ბარსელონაში
ფერანის “ბარსელონურ” მომავალს საფრთხე არ ემუქრება. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და საჯაროდ თქვა, რომ დარჩენა სურს. მედიაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, ტორესი თავის საქმეს აგრძელებს. პროფესიონალური მიდგომისა და სტაბილური პერფორმანსის წყალობით მან კლუბის ნდობა მოიპოვა.
ტორესის მაგალითი პროგრესის სიმბოლოდ იქცა. “ბარსელონას” ქომაგები მისი ტრანსფორმაციით აღფრთოვანებულნი არიან, ჩავის მხარდაჭერა კი მოლოდინებს კიდევ უფრო აძლიერებს.
ფერანის ძალისხმევა თავისი “ბარსელონური” მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, 7-ნომრიანი მაისური კი არა მხოლოდ ციფრს, არამედ მისი პროფესიონალიზმისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ფერანმა მეტსახელიც – “ზვიგენი” – შეიძინა. კატალონიელი ჟურნალისტის, პოლ ბალუსის ცნობით, ტორესმა ერთ დღეს გასახდელ ოთახში თქვა, რომ მტაცებლის მენტალიტეტის ქონა სურდა, “ზვიგენი” კი სწორედ ამის გამო შეარქვეს. გარდა ამისა, ამავე წყაროს თანახმად, ფერანის მოტივაციის ერთ-ერთი წყარო თავისი მეგობარი და UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაა.
Relevo-ს ცნობებით, დამაჯერებელი თამაშის ფონზე, ფერანი ესპანეთის ნაკრებშიც დაბრუნდება და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და კვიპროსის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის “ფურია როხას” განაცხადში იქნება.




თუ ამას 7 ნომრიანმა მაისურმა უშველა, ფატის 10-ანმაც ვერაფერი შემატა. ისე რომ ფატის კლიენტი ყავს და თუ ვერ გაყიდიან გაანათხოვრონ მაინც ოღონდ არავითარი ხელფასის აქედან გადახდა.
ღმერთმაც ქნას და გუნდისათვის სასარგებლო გახდეს, მაგრამ რა ვიცით ასეთი, ორ-სამ თამაშში რაღაცა შედეგს აჩვენებს და არიქა ვაღმერთებთ. კი ბატონო, ეტყობა პროგრესი, მაგრამ მოვიცადოთ და გამოჩნდება. ეხლა ქება-დიდებას შავასხამთ, ვაი და ისევ ჩაქრეს, დავიწყებთ მის გინებას. ივარგებს და ივარგოს, ბარსაში თამაშობს, ყველა პირობა გააჩნია და დიდი ხელფასიც აქვს, იშრომოს და ივარგოს, მისთვისაც კარგია, ჩვენთვისაც და პირველ რიგში გუნდისათვის.
ფაქტია ლევაზე უკეთ აგვირგვინებს ამ მომენტში. უბრალოდ თუ იმენა 9 ად აღიქვამს ჩავი ესეიგი სკამზე მოუწევს დიდი ხნით ყოფნა. ისე ამ ვითომ 4-4-2 ში მეორე ფორვარდადაც წავა. ფატიზეც წერდნენ მონდომებულია და ვარჯიშობსო მარა სადაა აბა? გაღორებულია გოლზე იმდენად რო აფუჭებს საქმეს. მსნ მაინც არ უნახავს? რა დროს გოლზე ღორობაა?
მუდმივად აღვნიშნავდი და აღვნიშნავ რომ ფერანი აშკარად გამოირჩევა მოედანზე აზროვნებით, მოქმედებით და გადაადგილებით. მუდმივად მოძრაობს და სწორ პოზიციას იკავებს სულ ცდილობს მომენტი შექმნას და ჭკვიანურად იმოქმედოს, ამ სეზონში აშკარად ბევრს შეძლებს მითუმეტეს შრომისმოყვარე და მენტალურად ძლიერი ფეხბურთელია თუ ასე გააგრძელა რაფინიას ძირითადს არ გააკარებს. რეალურად მარჯვენა შემტევია თუმცა არ გამიკვირდება 9 ანზე ვიხილოთ ამ სეზონის დიდ ნაწილში.
ზეზონი დაწყებული არ იყო ძმა ვიძახი რომ ფერანი ბომბარდირი გახდება და იფრენსთქო ანუ სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს და არა ლევანასავით შტანგიდან ასხლეტილ ბურთს არ გაიტანს ფეხებში რომ მიუვა პრესეზონზე 1 მოქმედებაში შეეტყო რომ ტვინი უჭაჭყარებს თავში და მაგარ ფორმაშიც რომაა
პრე სეზონზევე შეეტყო რომ მომატებული ჰქონდა. ბარსელონას ვინგერებშო დღეს ასეთი რეიტინგია: იამალი, რაფინია ( ამათ არავინ გაყიდის) , ტორესი, აბდე , ფატი. ბოლო სამში ფატი ძაან ჩამორჩა დანარჩენებს კონკურენციაში. ტრავმებისკენაა მიდრეკილი და ხასიათიც არ უვარგა როგორც ჩანს. ხოდა ფელიში თუ დავითრიეთ ალბათ ანსუს მოუწევს აბარგება
მართლაც ძალიან დიდი პროგრესი აქვს. ძირითადს იმსახურებს არსებული შემტევებიდან ყველაზე მეტად, მაგრამ ჩავი მაინც 4 ნახევარმცველს დააყენებს ლოგიკურია.
მაინც არაფერი გამოვა ამისგან
პატივს იმსახურებს ნამდვილად ! ყურები არ ჩამოყარა პირიქით ეტყობა მთელი სტაფი აიყვანა ფიტნეს მწვრთნელ ექიმებიანად და მიაწვა ბოლომდე ! შედეგიც აშკარაა ნამდვილად მომატებული აქვს ეგ ყოფილა გუნდში პროფესიონალი ძმაო ! აბა ის ორი ღლე ბებერი და ახალგაზრდა ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევით არიან დაკავებულები მოედანზე
დასაფასებელია მონდომება და უნდა უფასდებოდეს მაგრამ მე პირადად ამის იმედი არ მაქვს რა. არიან ტიპები რომლებიც სწორ დროს სწორ ადგილებში ხვდებიან და მეტად უმართლებთ ვიდრე ბევრ სხვა უფრო ნიჭიერ ფეხბურთელს. ფერანი საშუალო დონის მოთამაშეა რომლის ნაირსაც 11 ს ვინატრებდი საქართველოს ნაკრებში მარა ამ ეტაპისტვის არ მგონია რომ ბარსელონაში რაიმე ქნას განსაკუთრებული. აბდე ნიჭიერია მაგრამ დემბელეს სინდრომი აქვს.. გადაუწყვეტელი ფაფხურა ტიპია რომელიც იბლანდება. რთულია ზოგადად ისეთი ფეხბურთელების პოვნა რომელსაც ორივე კრიტერიუმი განვითარებული აქვს.. ნიჭიც და გონებაც გადაწყვეტილებებისთვის. ანსუს ქონდა ეგ თან რაც მთავარია იღბალიც დაყვა მაგრამ ცოტას თუ შეუძლია ტრავმების გარეშე გადალახოს ეგ ეტაპი. იამალი იმედია გადაურჩება ამ ყველაფერს და განვითარდება ეტაპობრივად. ბევრი ვარსკვლავი გამოჩენილა და ჩამქრალა. ეგ სულ ხდება. ზოგჯერ ჯობს ფერანივით უბრალო ფეხბურთელი იყო და საშუალო დონეზ ემივყე ვიდრე ბავშვობიდან მიჩვეული იყო იმას რომ სხვებზ ებევრად ნიჭიერი ხარ, გამორჩეული.. ვარჯიშობდე ოცნებობდე.. იცოდე რომ დიდი მომავალი გაქვს და მერე ტრავმებმა ჩაგაქროს და აღარავინ იყო. მკაცრი სპორტია ფეხბურთი
მადლობა დიდი!
Madloba,mshvenieri statiaa. Ferans ashkarad etyoba rogorc motivacia,ise nashromi ro aqvs sakutar tavze. Imedia gaqachavs,sul mcire magari skamis igroki ro mivigot momaval wlebshi(pedrosnairi sadgac,miuxedavad imisa ro is metwilad dziritadi iyo) raga gvichirs.