ჩავი ერნანდესი “ხეტაფესთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც ის გააძევეს, კომენტარს აკეთებს.
მსაჯს ვუთხარი, რომ მეტოქეს ბევრ დარღვევას პატიობდა, ჩვენ კი – პირიქით. მან სწორედ ამიტომ გამაძევა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ თქვეს, რომ მწვრთნელების ემოციებს უკეთ გაიგებდნენ, მაგრამ… ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში კი კარგები ვიყავით. ჩვენ მოგება ვცადეთ და 10 ფეხბურთელით თამაშის ფონზე კარგად ვიასპარეზეთ. გასული სეზონიც ფრით დავიწყეთ. ჩემი გუნდით ვამაყობ.
შესაძლო პენალტი? ხელით თამაში ვერ დავინახე. ჩვენ გვითხრეს, რომ თუ ხელით თამაში აშკარა არ იქნებოდა, დარღვევას არ დააფიქსირებდნენ, ახლა კი საპირისპიროს აკეთებენ.
ფეხბურთში ეფექტური დრო გვჭირდება. ჩვენ საკუთარ თავებს ვასულელებთ.
ყველა შევთანხმდით, რომ სჯობდა, კუნდესა და არაუხოს შორის მარჯვენა ფლანგზე არაუხოს ეთამაშა. ეს მათთან ერთად განვიხილეთ და ისინი საკუთარ პოზიციებზე თავს კომფორტულად გრძნობენ.
გავის ხელით თამაში მოგონილია. მსაჯმა ქულები დაგვაკარგინა. მან საკუთარი გადაწყვეტილება უნდა ახნსას.
თუ ლა ლიგას, როგორც პროდუქტს, გავყიდით იმ სახით, როგორიც დღეს ვნახეთ, კარგ შედეგს ვერ მივიღებთ. ტებასს ვეტყოდი, რომ მისი პროდუქტი სამარცხვინოა.
ნორმალურია, თუ ხალხი მოწყენილია და ფეხბურთის ყურება აღარ სურს. რაც დღეს ვნახეთ, ფეხბურთი არ იყო, ეს სრული სირცხვილია. ეს პროდუქტი სამარცხვინოა და ხალხს მისი მოხმარება არ სურს.




სირცხვილია ატმასკების ძებნა, ჩავი ეს ხეტაფეაა, ხეტაფე. მესის სავარჯიშო მსხალი, როგორც მოკრივეები ეძახიან, შენ კი 1 ბურთიც კი ვერ გაუტანე 100 წუთში.
დაიწყო ამან ყველაზე და ყველაფერზე გადაბრალება.
ჩავი მოდი იდი ნაქუი რა, შენი მიზეზები მოკკედ არ ირევა
ჩავი ხანდახან როგორ სირდები.კი გასაგები მსაჯების დედას შ…ი. მარა რაფინა შლანგი რა ჯანდაბად გინდა გაუშვი ეგ სირიკო.და მოათრიე ნეიმარი. ნეიმარი რაფინიას და ტორეს ორივეს ერთად ჯობია.
კაი ახლა პირველ ტაიმთან შედარებით ლამაზი იყო აპა რა იყო იმის გათვალისწინებით რომ მარჯვენა ფლანგი არაუხოს და 16 წლის იამალს ქონდა ჩაბარებული ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს ამ თამაშის წაგება კიდე პირველ რიგში მსაჯის და მერე რაფინიას ბრალია
ჯერ მწვრთნელი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და მერე ფეხბურთელებიც იქნებიან.
კარგი თუ ძმა ხარ რა….კარგ თამაშს რას ეძახი? ნერვების მოთოკვა არ გაწყენდა ეს ერთი და მეორე რა კუმანი გეტაკა, კუმანი ჩაგისახლდა თუ რა ხდება რეებს აკეთებ ვაფშე.