workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო ალკანტარა, შესაძლოა, ბარსელონაში დაბრუნდეს

ტიაგო ალკანტარა, შესაძლოა, ბარსელონაში დაბრუნდეს

“ბარსელონას” სკოლის აღზრდილი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, შესაძლოა, კატალონიურ გუნდში დაბრუნდეს.

Sport-ის ცნობით “ლივერპული” მზადაა, 32 წლის ფეხბურთელს მისაღებ ფასად შეელიოს, რადგან მისი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ იწურება. ინგლისელები ესპანელის გაყიდვაზე აქტიურად არ მუშაობენ, თუმცა ფეხბურთელის მხრიდან სურვილის გამოჩენის შემთხვევაში მერსისაიდელები მზად არიან, ტრანსფერს დასთანხმდნენ.

ბელგიელი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ცნობით “ლივერპულში” ფიქრობენ, რომ ტიაგოს “ბარსელონაში” დაბრუნება რეალურია, რადგან ეს თავად ფეხბურთელს სურს.

ტიაგო ალკანტარა “ბარსელონას” აკადემიაში 2005-2011 წლებში ირიცხებოდა, 2013 წლამდე კი ის “ბლაუგრანას” პირველ გუნდში თამაშობდა, სანამ “ბაიერნში” გადავიდოდა. ის “ბარსას” სათამაშო სტილსაც კარგად იცნობს და ჩავი ერნანდესსაც.

ცნობილია, რომ ჩავის საყრდენის გარდა კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება სურს და ტიაგო საკმაოდ კარგი ვარიანტია იმის გათვალისწინებით, რომ მას თამაში შეუძლია როგორც საყრდენ ზონაში, ასევე ცენტრში და შემტევ ნახევარმცველადაც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • Rick Sanchez
    schedule 10 ივლ 2024, 14:43
    #22

    ძალიან კარგია, გული კი დამწყდა რომ კარიერა დაამთავრა, მაგრამ ჩვენთვის დაუმთავრებია თურმე.

  • vereli
    schedule 10 ივლ 2024, 10:46
    #21

    ციტატა: nika 54
    საფეხბურთო ნიჭი რო აქვს ორი აზრი არ არსებობს, ისე გვარდიოლა ბაიერნში არ წაიყვანდა.


    და არც კლოპი ლივერპულში, ტრამვები რომ არა კლოპს ევასებოდა მაგრა, და ხავის ნაერად ამპარტავანი არ გამოდგა თუ ხედავთ