ხულიან არაუხომ, შესაძლოა, ბარსელონა დატოვოს

ხულიან არაუხომ, შესაძლოა, ბარსელონა დატოვოს

ხულიან არაუხოს “ბარსელონაში” ჯერ ერთი ოფიციალური თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული და დიდი შანსია, მან გუნდი უკვე დატოვოს.

ცნობილია, რომ “ბლაუგრანა” რაც შეიძლება მეტი არასაჭირო ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს იმისათვის, რომ ახალი მოთამაშეების დამატება შეძლოს.

Sport-ის ცნობით 21 წლის მექსიკელი მარჯვენა მცველის, ხულიან არაუხოს დამატებით ნიდერლანდური “ფეიენორდი” დაინტერესდა.

მომდევნო სეზონში ჩავის დაცვის მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე ვარიანტი ექნება – ჟიულ კუნდე, სერჟი რობერტო და ალეხანდრო ბალდე. გარდა ამისა გუნდს “მილანიდან” უბრუნდება სერჟინიო დესტი, რომლის გაყიდვაც “ბარსას” კი სურს, მაგრამ ამერიკელს რეალური მსურველი ჯერ არ ჰყავს. “ბლაუგრანა” ასევე მუშაობს “ვალიადოლიდიდან” ახალგაზრდა მარჯვენა მცველის, ივან ფრესნედას ტრანსფერზეც. ასეთ შემთხვევაში ხულიან არაუხოს პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსი ხშირად ნამდვილად არ მიეცემა.

“ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა მექსიკელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომელსაც ის კატალონიურ გუნდში ვერ მიიღებს.

ხულიან არაუხო “ლოს ანჯელეს გელექსიდან” “ბარსელონაში” გასულ იანვარში 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო მისი დარეგისტრირება ვერ მოესწრო, რის გამოც მექსიკელს “ბლაუგრანას” მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ უთამაშია.

Sport არ აკონკრეტებს, “ფეიენორდს” არაუხოს ყიდვა სურს, თუ იჯარით აყვანა. არც ისაა ცნობილი, დასთანხმდება თუ არა “ბარსა” იმედისმომცემი ფეხბურთელის გაყიდვას.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (15)

  • Rick Sanchez
    02 ივლ 2023, 23:48

    დესტს ვერ ყიდიან და ვინც გაიყიდება იმას მიახტნენ.

  • me da barca
    02 ივლ 2023, 19:14

    ეს გაყიდეთ და 120 წლის ხეიბარ რობერტოს ხელი არ დაედოს, ის ბარსადან უნდა გავასვენოთ.

  • azulgerana
    02 ივლ 2023, 18:31

    ამის წასვლის მიზეზი სერხიო რობერტოს ძირითად მცველად გარანტირებული აქვს თამაში და ბარსას კაპიტანი. ღმერთო რა გვეშველება

  • Maestro 6
    02 ივლ 2023, 18:22

    და რატო? ჯერ შანსიც არ მისცემია, მე არ მესმის ამათი პოლიტიკა

  • M10 S9 D11
    02 ივლ 2023, 16:40

    ანუ გუნდში რობერტო ალონსო გარსია კესი რაფინია ფერანი ფატი დემბელე არის სრული ნაგავი და ამას რატო მიახტნენ აი რატოო მითუმეტეს მარჯვენა მცველი არ გვყავს ასეთი დებილიზმი არ მესმის

  • JustBarcaLover
    02 ივლ 2023, 16:13

    ტიპი ჯერ ნორმალურად მოსული არაა და რაის წასვლა

  • პეპ გუარდიოლა
    02 ივლ 2023, 16:07

    თქვენ დედებს შეახტა უმტიტი ვინც მაგ ტრანსფერებს ირჩევთ, რაღადროს რობერტოს ფლანგზე თამაშია, მითუმეტეს დესტის, კუნდეც არვარგა შერევაში, ბალდე კიდე მშვენივრად დგას მარცხნივ და რატო ურევენ პოზიციას, კანსელოს იჯარაა შესაძლებელი და მოიყვანონ, კაროჩე რა ტყუილად უნდა ვიშალო ნერვები, ეს დედააფეთქებული ლაპორტას გასკდომაზე აქვს მუცელი იმდენს ჭამას მილიონებს და მეკიუნდა ვიწყვიტო ნერვები, მოხნიათ დედების სუყველას ხელმძღვანელობაში, სულარ ვუყურო ჯობს

  • pedro rodrigez 27-17-7
    02 ივლ 2023, 15:55

    ანუ ტურისტად ჩაიყვანეს?ფული გადაიხადეს, ასვეს, აჭამეს, ავარჯიშეს, ხელფასი გადაუხადეს და ეხლა უშვებენ? ანუ ტიპებმა მოუარეს? წამიყვანეთ მეც ფული მაინც არ გექნებათ გადასახდელი სათადარიგო სკამს მაინც გავწმინდავ… სასწაული გუნდი ვართ 🙂 მერე გვიკვირს რეალმა როგორ მიაღწია წარმატებასო…

  • nika 54
    02 ივლ 2023, 15:45

    კი მაგრამ ეს ბიჭი გასინჯეს მაინც ორმხრივ თამაშებში თავის ადგილზე? ეგება ალვესია მეორე. რა უბედურებაა ასე 6-6 თვით მოყვანა და გაშვება, ჯერ ობამეანგი ვერ მოგვინელებია და ეხლა კიდევ ეს. მალკომზე, არტურზე, მაღალ დე იონგზე, დეპაიზე, იმ ცენტრალურ მცველზე 2-მეტრიანი რო იყო რა ერქვა? აღარც მახსოვს. და კიდევ რა მოიგონებს ამ ბოლო 3 წლის მანძილზე რეები არ აკეთეს. მოყავთ უფასოდ და მერე 5-5 მილიონად ყიდიან სირცხვილია უკვე.

  • ოთიკო
    02 ივლ 2023, 15:39

    ესენი ბართლომეზე უარესს უზამენ გუნდს

  • Albicelecte
    02 ივლ 2023, 14:43

    ჭორი მგონია;
    ბალდე მარცხენა მცველია და ალბას წასვლის შემდეგ მაგის აქეთ გადმოწევა არის რიჟა ბაზარი;
    რობერტო არის ზაპასკა, კუნდე კი ცენტრალური მცველი;
    ფეიენოორდმა კიდევ გ-ვას;
    დესტი თუ უნდათ, დალაპარაკება შეიძლება, თან ლიგაზე იქნებიან და ეგ პლუსი აქვთ დესტის დასაყოლიებლად

  • cruyff9
    02 ივლ 2023, 14:37

    ანუ ესეც ლოხია?🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️

  • Iniesta_8
    02 ივლ 2023, 14:24

    ან ყიდვა რა იყო ან გაყიდვა? კლოუნების ხელშია გუნდი.

  • Don_Andresito
    02 ივლ 2023, 14:18

    ჯერ სამარცხვინოდ იყიდეს, ლოხური შეცდომევი დაუშვეს, უთამაშებელი დატოვეს და ახლა უშვებენ. მერამდენე ახალგაზრდას ვუნგრევთ კარიერას? აქ უნდა მოვიდეს გიულერი ან როკე? რისი იმედი აქვთ?

  • Frenkie de Jong_
    02 ივლ 2023, 14:11

    გააა******* ლაპორტას