workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
ჟიულ კუნდე მუნდიალის 1/4-ფინალშია

ჟიულ კუნდე მუნდიალის 1/4-ფინალშია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველი “ბარსელონელი” გვყავს და ეს საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი ჟიულ კუნდეა.

საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში პარაგვაის დაუპირისპირდა. ევროპელებმა მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგეს.

კუნდე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან 90 წუთი ითამაშა. “ბარსელონას” მარჯვენა მცველს კარგი შეხვედრა ჰქონდა: მან თავი 2 წარმატებული ვარდნით, 4 მოგერიებით, 3 ზუსტი გრძელი პასითა და 95%-იანი პასის სიზუსტით გამოიჩინა.

1/4-ფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 05 ივლ 2026, 16:08
    #2

    ესპანეთი მოჭიმავს ამათ

  • GiorgiM4
    GiorgiM4eco ახალბედა
    schedule 05 ივლ 2026, 15:45
    #1

    გუშინ რეები ქნეს პარაგვაელებმა ბიჭოო… ასეთი ბინძური თამაში, ანუ მთელი თამაში უწყვეტად ასე ბინძურად ეთამაშოს გუნდს ნაღდად არ მახსენდება არავინ.
    და ამ დროს ფრანგებმა 3 ბარათით დაასრულეს, პარაგვაიმ 0 ბარათით :დ

    • Motamashe
      Motamasheeco ახალბედა
      schedule 05 ივლ 2026, 18:14
      #3

      მსაჯი იყო ჩვეულებრივი პიტალო😁 მაგრამ ეტყობა ფრანგები გაფრთხილებულები იყვნენ ამ ყველაფერზე და დაცინეს მთელი თამაში საკაიფოდ😁 რავი საქართველოს ნაკრებმა რომ მასე ითამაშოს სულ ჩემპიონები რომ გახდნენ ძაან შემრცხვებოდა მაინც.

    • nika 54
      nika 54star ლეგენდა
      schedule 05 ივლ 2026, 19:04
      #4

      მსაჯობაა საზიზღრობა, ყურება ჭირს უკვე.

    • joy
      joyeco ახალბედა
      schedule 05 ივლ 2026, 20:05
      #5

      გასაგებია რომ თანასწორობის პონტში ყველა ქვეყნებიდან მოყავთ მსაჯთა ბრიგადები, მაგრამ უზბეკეთის მსაჯებს რა გამოცდილება უნდა ქონდეთ! პირველად დაინახეს ამდენი ვარსკვლავი ერთად და შოკისაგან რაც იცოდნენ ის მსაჯობაც დაავიწყდათ. სადღაც ქვეცნობიერში თავიანთი ქვეყნის სუსტი ნაკრებისაგან გამომდინარე აქაც სუსტი ნაკრების მხარე დაიჭირეს ალბათ. იმ ეტაპზე სადაც უკვე ყველა თამაში გავარდნაზეა და გადამწყვეტია, ფიფამ არ უნდა დანიშნოს მსგავსი არასაფეხბურთო ქვეყნებიდან მსაჯები!!! ტრაგიკომედია არის ფრანგებს 3 ბარათი და უთავმოყვარეო ნაკრებს 0 ბარათი. რამოდენიმე წლის შემდეგ ვისაც არ უყურებია ასეთ სამარცხვინო და არაკაცური პარაგვაის ნაკრების პროვოკაციულ თამაშზე თუ ჩაიხედავს სტატისტიკაში იფიქრებს ფრანგებს უხეშად უთამაშიათო.