ჟიულ კუნდე პირველი ბარსელონელი ნახევარფინალისტია

ჟიულ კუნდე პირველი ბარსელონელი ნახევარფინალისტია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო ორი მუნდიალის აღმოჩენა მაროკო 2-0 დაამარცხა და 1/4-ფინალური ეტაპი წარმატებით დაძლია.

ფრანგების შემადგენლობაში ტრადიციულად სასტარტოში იყო “ბარსელონას” მარჯვენა მცველი ჟიულ კუნდე, რომელმაც 87 წუთი ითამაშა.

“ბლაუგრანას” უკანახაზელმა თავი ერთი ჩაჭრითა და 5 მოგერიებით გამოიჩინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პასები: გაკეთებული 31 გადაცემიდან ყველა, 100% ზუსტი გამოდგა. გარდა ამისა, მან 7 ორთაბრძოლიდან 6 მოიგო.

ნახევარფინალში საფრანგეთის მეტოქე დღეს ესპანეთსა და ბელგიას შორის გასამართ მატჩში გაირკვევა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    11 ივლ 2026, 10:48

    ასეა, ბარსელონას ფეხბურთელი უნდა არ უნდა პასის სიზუსტესაც ინსტიქტურად აკეთებს ჩაჭრები კი მაგის ვალდებულებაა.

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    10 ივლ 2026, 14:40

    კუნდე არაა ცუდი მცველი იმის მიუხედავად full back პოზიციიდან მარჯვენა ვინგერზე გარდაიქმნა, მაგას ბევრი ვერ მოახერხებს და ამ ბიჭმა ეგ ასე თუ ისე შეძლო ბარსელონას გულისთვის და ეს დასაფასებელია. ეგეთი ცუდი რომ იყოს ვციტირებ – როგორც აქ ლანძღავთ საიტზე მაშინ , არც ნაკრებში ათამაშებენ ვინგერის პოზიციაზე