
ბრაზილიის ნაკრებისა და “სევილიას” თავდამსხმელმა ლუიშ ფაბიანომ ისაუბრა რამდენიმე ფორვარდის შესახებ, რომლებმაც უნდა იასპარეზონ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, გადმოგვცემს არგენტინული გაზეთი Clarin.
ბრაზილიელმა გამოარჩია დავიდ ვილა და უეინ რუნი, ასევე თავისი აზრი გამოთქვა არგენტინის ნაკრების თავდამსხმელზე, ლიონელ მესიზე.
“რა თქმა უნდა, მესი ძალიან ძლიერი ფორვარდია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეროვნულ გუნდში ის ისე არ ბრწყინავს, როგორც “ბარსელონაში”. მე ვფიქრობ, რომ დიეგო მილიტო უფრო დამაჯერებელია, მაგრამ არ ვიცი მისცემენ თუ არა მას თავის გამოჩენის შანსს”, – განაცხადა ფაბიანომ.
წყარო: Championat.ru