ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში ხორვატია დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში პირველად მოიგო.
მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა. შედეგად, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც “ფურია როხამ” 5-4 იმარჯვა. თერთმეტმეტრიანები “ბარსელონელებს” არ დაურტყამთ.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა გავიმ, ანსუ ფატიმ და ჟორდი ალბამ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მედლები სერხიო ბუსკეტსს, ერიკ გარსიას, პედრისა და ფერან ტორესსაც გადაეცემათ, რადგან მათ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს.
საინტერესო ფაქტები:
- გავი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტიტული მოიგო;
- სერხიო ბუსკეტსი და ხესუს ნავასი ორადორი მოთამაშეები არიან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში ფრენკი დე იონგის ნიდერლანდები იტალიასთან 2-3 დამარცხდა.
ალბა?
და პიკე???
ალბა?
ალბა მსოფლიოზე არ ყოფილა
ხორვატიამ ამჯერად მაინც ხო წააგო პენალტებში, ძაან ძაღლი გუნდია.
არ აქვს გავლენა ამ ტიტულს მაგაზე.
სამი გუნდი გადის ჩვენი ჯგუფიდან რადგან ესპანეთი უკვე გასულია ევროზე
არ არის გასული, მაინც საკვალიფიკაციოს გავლა მოუწევს
სერხიო ბუსკეტსი და ხესუს ნავასი ორადორი მოთამაშეები არიან, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგეს.
ალბა?
სხვათაშორის გუშინ რაც მოვახერხე ყურება რომ შემოვიდა ძაან იყო მოტივირებული და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დამატებითებში აღარ ვიცი რა ხდებოდა😁
არ აქვს გავლენა ამ ტიტულს მაგაზე.
სამი გუნდი გადის ჩვენი ჯგუფიდან რადგან ესპანეთი უკვე გასულია ევროზე
არ აქვს გავლენა ამ ტიტულს მაგაზე.
იცით რა მაინტერესებს ახლა ეპანეთმა რომ მოიგო ერთა ლიგა, ჩვენს ჯგუფში კი რომ დაიკავოს 1-2 ადგილი, ისედაც და ასედაც გასულია ესპანეთი ევროპაზე. და მაშინ ჩვენი ჯგუფიდან მესამე ადგილზე გასული გავა ევროპაზე?
ვაიმე, მე გახარებული ფატის დანახვა მიხარია, იმედია სახლშიც ეს განწყობა გამოჰყვება და ისევ ვიხილავთ გოლებზე დაგეშილ ბავშვს!!!..

ნებისმიერი ფინალი საშინელი საყურებელია უკვე ევროპაში. ფინალამდე ჩართავ თითქმის ნებისმიერ თამაშს და რაღაცას მაინც უყურებ, ფინალის ჩართვა და თვალების დადუღება ერთია, ძირითად დროში კიდე გავუძელი ამათ საცოდაობას მარა დამატებითს ვეღარ ავიტანდი და შევეშვი ყურებას. ადრეც ვთქვი და ახლა უნდა გავიმეორო, ამ ესპანეთს ისევ ბარსამ თუარ გაუზარდა ერთი კაი თაობა ისე არაფერი გამოუვათ. როდის დაამთავრეს ვილამ და ტორესმა კარიერა, მას მერე არიან მორატას იმედზე🥴 მაგის იმედი მამამისს არ აქვს, არც ფლანგები უვარგათ, გაპიარებული ასენსიოთი რა უნდა ქნან. ან დაცვა რას გავს, ლენორმანი ლენგლეზე უარესი იყო მგონი გუშინ. იმედია მაგ თასით არ დაიმშვიდებენ თავს და რამე გამოსავლის პოვნას ეცდებიან, თორე ორი-სამი კაცით თამაში შორს ვერ წაიყვანს მაგ ნაკრებს.
ნახევარდაცვას ეშველება მაგრამ დაცვას და შეტევას ძალიან დიდი ჩავარდნააქ ესპანეთში. განსაკუთრებით შეტევას, საერთოდ არცერთი დამაიმედებელი ფეხბურთელი არ ჰყავთ
ამ ბავშვების გამოა გასახარი, ჩავარდა აქვს ესპანეთს და იქნებ ამოიქავონ გამარჯვებულის მენტალიტეტით, და რა თქმა უნდა ბარსაზეც დადებითად იმოქმედებს