workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ვანდერსონით ინტერესდება

ბარსელონა ვანდერსონით ინტერესდება

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” მომავალ ზაფხულში ტოპ მარჯვენა მცველის დამატება სურს და “მონაკოს” 21 წლის ფლანგელით, ვანდერსონით ინტერესდება. 

წყაროს ცნობით, სამწვრთნელო შტაბი მის პროგრესს მთელი სეზონია აკვირდება. ბრაზილიელმა “ბარსას” ინტერესის შესახებ იცის და მოსალოდნელია, რომ მისი აგენტი – დეკუ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღეში შეხვდება. 

“ბარსელონამ” ვანდერსონის შესაძენად პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გადადგა. 2022 წლის იანვარში მატეუ ალემანი “მონაკოს” დაუკავშირდა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელი €60 მილიონად დააფასა, რაზეც ჟოან ლაპორტას გუნდმა უარი თქვა.

“ბარსელონაში” ვანდერსონი ძალიან მოსწონთ, რადგან ფიქრობენ, რომ ის კლუბის სტილს შეესაბამება. 21 წლის მოთამაშე ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი, ტექნიკური და დაბალანსებულია – ტიპური ბრაზილიელი ფლანგელი, რომელსაც როგორც დაცვაში, ისევე შეტევაში თანაბრად კარგად თამაში შეუძლია და ჩავი ერნანდესის სისტემას იდეალურად მოერგება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვანდერსონის ტრანსფერისთვის დიდი კონკურენციაა. კატალონიური კლუბი მის გარდა ჟოაუ კანსელუს, ხუან ფოიტის, ბენჟამინ პავარისა და ტომას მუნიეს ვარიანტებსაც განიხილავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • M10 S9 D11
    schedule 23 მარ 2023, 01:01
    #7

    საკმაოდ კარგი მოთამაშეა და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში

  • basa7
    schedule 22 მარ 2023, 23:34
    #6

    ვინც ჩემს ნაწერს კითხულობს ეცოდინება რომ ზაფხულიდან ვიძახი უკვე ამ ბიჭის ყიდვას. უმაგრესი ბიჭია მართლა და ვისაც ბარსა აკვირდება ყველას აჯობებს.

  • nika 54
    schedule 22 მარ 2023, 21:52
    #5

    აღსანიშნავია ისიც, რომ ვანდერსონის ტრანსფერისთვის დიდი კონკურენციაა. კატალონიური კლუბი მის გარდა ჟოაუ კანსელუს, ხუან ფოიტის, ბენჟამინ პავარისა და ტომას მუნიეს ვარიანტებსაც განიხილავს.
    მოკლედ მადა გვაქვს, ამ დროს კი ვინც გვყავს საუკეთესოებიც კი ბოლომდე არ გვყავს დარეგისტრირებული. ტებასს არ ძინავს, მაგის დედააააა

  • Rick Sanchez
    schedule 22 მარ 2023, 21:47
    #4

    იმედია რაფინიას ნაირი ბრაზილიელი არ აღმოჩნდება, კაცს რო ვერ ატყუებს

  • laliga2002
    schedule 22 მარ 2023, 19:30
    #3

    წელს ლალიგა სუსტია რეალიც სუსტია და სხვა გუნდებიც ბრასა კიდე მსჰვენივრად ასპარეზობს ერთიორი ჩავარდნის გარდა

  • Frenkie de Jong_
    schedule 22 მარ 2023, 19:25
    #2

    ციტატა: იმედა_ხავიესტა
    ისე მარჯვენა მცველების პრობლემა ყველა კლუბს აქ წელს ნაპოლის გარდა და ისისც იმიტო, რომ ყველაფერს ვინგერები აკეთებენ. ეს დემბელე კიდე სად ჯანდაბაშია ? რაში იღებს ხელფასსს ? მარტო ბურთის გაგდება და სირბილი უსაინ ბოლტსაც შეუძლია … გასაშვებია ეს ბიჭი


    ჰაკიმი წელს ყველანაირად საუკეთესოა.
    მსოფლიო ხო არანორმლაურად ჩაატარა.
    ისე მართალი ხარ
    ტრენტი გაქრა,ვოლქერიც რავი,კარვახალი არასროს იყო ტიპო უბრალოდ კარგ დროს კარგ ადგილას გაიჩითა

  • იმედა_ხავიესტა
    schedule 22 მარ 2023, 19:22
    #1

    ისე მარჯვენა მცველების პრობლემა ყველა კლუბს აქ წელს ნაპოლის გარდა და ისისც იმიტო, რომ ყველაფერს ვინგერები აკეთებენ. ეს დემბელე კიდე სად ჯანდაბაშია ? რაში იღებს ხელფასსს ? მარტო ბურთის გაგდება და სირბილი უსაინ ბოლტსაც შეუძლია … გასაშვებია ეს ბიჭი