“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ RAC1-თან ისაუბრა:
თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ფრაზა, რომელიც “კამპ ნოუზე” გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, ჩემს განწყობას კარგად აჯამებს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, არა მხოლოდ პროფესიონალურ დონეზე.
ზოგჯერ აანალიზებ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიიღო. “ბარსაში” თამაშის შეწყვეტა ნამდვილად არ მსურდა, მაგრამ გავიგე, რომ ასე იყო საჭირო.
ლეოს მომავალი მხოლოდ თავად მან იცის. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატი მისი უდიდესი ოცნება იყო – ერთადერთი ტიტული, რომელიც აკლდა, რომ ყველა დროის საუკეთესოდ ეღიარებინათ. ახლა კი, რასაც გადაწყვეტს, მხოლოდ პირადი ბედნიერებისთვის იქნება.
არგენტინელის ევროპაში დარჩენა ჩვეულებრივი ამბავი იქნება. თუ მესის კვლავ უმაღლეს დონეზე თამაში სურს, “ბარსელონაში” უნდა დაბრუნდეს. კულეებმა კარგად ვიცით, მან რამდენი მოგვცა და თუ დაბრუნდება, დიდებული გრძნობა დაგვეუფლება.
დანი ალვესი? ეს რთული საკითხია. დანის ძალიან ვაფასებ, რადგან კარგად ვიცნობ. აღნიშნული ამბავი მისი თანაგუნდელებისთვის ძალიან ცუდი იყო.
სამართალმა უნდა იზეიმოს, მაგრამ, ვფიქრობ, გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, რადგან ყველაზე მარტივი იმის თქმაა, რომ ალვესი დამნაშავეა.
მირჩევნია, მოვიცადო და სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახო.
C.PC5, ჭორები ჭორები! მესის წასვლა მთლიანად ბართომეუ ტაბესის სინდისზეა! ლაპორტაა არ ვაქებ მაგრამ როცა ასეთდგომარეობაშია გუნდი როგორიც მან ჩაიბარა ძალაუნებურად აკეთებ არჩევანს ან ფეხბურთელი ან კლუბი! მიუხედავ იმისა რაც მე ლაპორტას და მთრლ ბორდს ვაგინე, და არც კამპნოუზე მისვლა დამიკლია იმ ხალხთან ერთად რომლებიც ლეოზე ვაბოდებთ, მაგრამ სამწუხაროდ არჩევანი იყო გასაკეთებელი! მე არ მგონია ერთად გაზრდილებს ელემენტარული ერთმანეთის პატივისცემა არ ქონდეთ! მარა პიკე მაინც ცივი კატალანელია!
აფერისტი-ინტრიგანი.
კასილასის მოგონება მახსოვს, ერთ-ერთ შეკრებაზე როცა პიკეც და იკერიც ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდნენ, და ამ თამაშებში იმ დროს რეალი ბარსაზე უფრო წარმატებული იყო. კასილასი ამბობს ჟერარმა ერთი პატარა ბიჭი დამანახა რომელიც ბასეინთან იჯდა და ფეხები წყალში ქონდა ჩაყოფილიო, აი ეს ახალი მოსულია ჩვენთან და იცოდეთ თქვენი წარმატებები ბარსასთან დამთავრებულიაო. კასილასმა ბავშვური სახის ჭორფლიან, გრძელთმიან ბიჭს გავხედე და პიკეს ვუთხარი ამ ბავშვის იმედზე ხართო. მერე ბევრიც აღარ გვილაპარაკიაო, მაგრამ ის კი თქვა ის ბავშვი ლეო მესი ჩვენი ყველაზე დიდი გამამწარებელი გახდაო, და ეს ამბები ბავშვთა გუნდებიდან მოყოლებული კასილასის პენსიაზე გასვლამდე აღარ შეწყვეტილა. კარგია რო პიკეს ახსოვს მესი, მეგონა დაავიწყდა თქო.
მესიზე და მითუმეტეს მის დაბრუნებაზე რო მოკეტო ჯობს, რაც მისი წასვლისას ვრცელდებოდა ჭორები თუ ეგ მართალი იყო