workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
დღეს გუნდს ოსკარ ერნანდესი უხელმძღვანელებს

დღეს გუნდს ოსკარ ერნანდესი უხელმძღვანელებს

დღეს, 19:15 საათზე, “ბარსელონა” ლა ლიგის 24-ე ტურში “ვალენსიას” დაუპირისპირდება.

“ალმერიასთან” მატჩში მიღებული მე-5 ყვითელი ბარათის გამო, დღეს ჩავი ერნანდესი შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებს, რაც ნიშნავს, რომ გუნდს მისი ძმა, ოსკარ ერნანდესი უხელმძღვანელებს. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გასახდელ ოთახში ოსკარს დიდ პატივს სცემენ. ის ძირითადად დაცვით ასპექტზე მუშაობს. ფეხბურთელები ამბობენ, რომ ერნანდესი მათ მკაფიო ცნობებს აწვდის.

წყაროს თანახმად, ოსკარი სავარჯიშო სესიების დროს მოთამაშეებს შეცდომებს ხშირად უსწორებს.

აღსანიშნავია, რომ ჩავის მოსვლის შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგაში 50-ე მატჩს ჩაატარებს. თუ “ბარსა” “ვალენსიას” დაამარცხებს, ჩავი ამ დროის განმავლობაში 118 ქულას დააგროვებს, რაც კლუბის ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგი იქნება – ამაზე მეტი მხოლოდ ლუის ენრიკეს (124) აქვს. ამჟამად ერნანდესი 117 ქულით მე-2 პოზიციას პეპ გვარდიოლასა და ერნესტო ვალვერდესთან იყოფს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Albicelecte
    schedule 05 მარ 2023, 17:41
    #4

    ოსკარი ეტყვი ბიჭებს, ხომ იცით, ჩავი ზემოდან დაგვყურებსო smiley innocent
    მაინც კარგი ისაა, რომ ძმაა და ძმას პირდაპირ, ყველაზე იოლად ეტყვის თუ რა არის საჭირო

  • nika 54
    schedule 05 მარ 2023, 15:37
    #3

    ისე რამ გააგიჟა მართლა, ამდენი ყვითელი თუ წითელი მოურინიოს არა აქვს ყველაზე Y-ე მწვრთნელს.

  • Maestro 6
    schedule 05 მარ 2023, 13:24
    #2

    ჩავი ისეთი ემოციურია რომ კიდე მოუწევს ამ კაცს მწვრთნელობა და ჯობია მიეჩვიოს😃

  • C.PC5
    schedule 05 მარ 2023, 13:16
    #1

    აბა შენ იცი არ გაიგდო შენც თავი, ჩავიმ მოუკლოს ყვირილს და ხელების გაშლას ჯობია, ფეხბურთელებს ბაზარი არაა შეუძლია მოკლას მოედანზე თუ ეგეთ ცოდვებს დაიდებენ, მარა მსაჯთან ლაყბობას არ აქვს არანაირი შედეგი და ტყუილად იკიდებს ამდენ გაფრთხილებებს, აქედანვე ეგეთ სტატუსს რომ შეიძენს მერე საერთოდ არ დაინდობს არცერთი მსაჯი, მითუმეტეს ესპანეთში🙂