ჟირონა-ბარსელონა | მსაჯი ცნობილია

ჟირონა-ბარსელონა | მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩების მსაჯები დაასახელა.

კატალონიურ დაპირისპირებას, რომელშიც ერთმანეთს “ჟირონა” და “ბარსელონა” შეხვდებიან, ალეხანდრო მუნის რუისი განსჯის.

მუნის რუისი 31 წლისაა. მან მსაჯობა 2014 წელს დაიწყო. 2019 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა და პირველივე სეზონში Marca-სგან საუკეთესო მსაჯის წოდება დაიმსახურა, 2021 წლიდან კი რუისი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში მუნის რუისი თამაშში საშუალოდ 27.3 ჯარიმასა და 0.36 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.75 ყვითელ და 0.4 წითელ ბარათს უჩვენებს. რუისის მიერ განსჯილი თამაშების 67%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 22%-ში – სტუმრები.

ალეხანდრო მუნის რუისის სტატისტიკა “ჟირონასა” და “ბარსელონას” თამაშებში:

ჟირონა ბარსელონა
თამაში 9 1
მოგება 5 1
ფრე 1 0
წაგება 3 0
მოგების % 56% 100%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2 0
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1 0
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 4 1
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 3 0
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nikusha
    schedule 28 იან 2023, 11:28

    2 თამაში 2 მოგება იქნება მალე

  • azulgerana
    schedule 26 იან 2023, 22:13

    ჟირონასთვის უკეთესი მსაჯია ვიდრე ბარსასთვის. რომ გახდეს პოპულალური ადგება და პირდაპირ ბარსას გამწარებს რომ ალაპარაკდებიან მასზე ყურადღებას მიაქცევენ შეიხები

  • Rick Sanchez
    schedule 26 იან 2023, 16:18

    ციტატა: nika 54
    100% პროცენტიანი ყოფილა ჩვენთვის, ალბათ არ გაგვტანჯავს ეს ზოგიერთებივით.


    ერთი თამაშით დასკვნას ნუ გამოვიტანთ

  • nika 54
    schedule 26 იან 2023, 15:08

    100% პროცენტიანი ყოფილა ჩვენთვის, ალბათ არ გაგვტანჯავს ეს ზოგიერთებივით.