workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ არის ლამინე იამალი?

ვინ არის ლამინე იამალი?

“ბარსელონა” “ესპანიოლთან” მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. გადაღლილი ფეხბურთელებისა და რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაციის ფონზე ჩავი ერნანდესი ახალგაზრდების გამოყენებასაც აპირებს.

Diario AS-ის ინფორმაციით, “ბარსა” ლამინე იამალის აგენტ ივან დე ლა პენიასთან პირველ პროფესიონალურ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. გავრცელებული ცნობებით, ჩავი 15 წლის ფეხბურთელის განაცხადში შეყვანასა და კოპა დელ რეიზე გამოცდასაც გეგმავს.

იამალი მატაროში დაიბადა – ქალაქში, სადაც  ანდრეს ინიესტა თავის ცოლს ანა ორტისს შეხვდა – ბარსელონადან 30 კილომეტრის მოშორებით. მისი მამა მაროკოელია, დედა კი – ეკვატორულ გვინეელი. მიუხედავად ამისა, ლამინე ბავშვობიდან “ბარსაშია” და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც ასპარეზობს. 

იამალი ამჟამად იმაზე 4 წლით მაღალ კატეგორიაში თამაშობს, ვიდრე თავისი ასაკით უწევს. წელს მან მონაწილეობა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში მიიღო, ესპანეთის ნაკრებში კი 13 თვის განმავლობაში 4 სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ითამაშა – ოქტომბერში ის 19-წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვიეს.

15 წლის ფეხბურთელი ცაციაა და მცველების შესანიშნავად მოტყუება ახასიათებს, რის გამოც მას ლეო მესისაც კი ადარებენ. იამალს რამდენიმე პოზიციაზე ასპარეზობა შეუძლია, თუმცა ის თავს ყველაზე კომფორტულად შეტევის მარჯვენა ფლანგზე გრძნობს.

იამალი ბურთთან ერთად ბრწყინვალედ მოქმედებს და სწრაფი მოძრაობებით დრიბლინგი შეუძლია. იგი ბურთის მიღებისთანავე წინსვლასა და მეტოქის მოტყუებაზე ფიქრობს. აჩქარება და ძლიერი ბალანსი ლამინეს სხვებისგან გამოარჩევს.

ამ ეტაპზე იამალის ნაკლი ალბათ მხოლოდ ისაა, რომ საჰაერო ორთაბრძოლების მოგება და მარჯვენა ფეხის სათანადოდ გამოყენება უჭირს. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ეჭვგარეშეა, რომ ის პროგრესს განიცდის და ამაში “ბარსელონაც” ხელს შეუწყობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2022, 20:15
    #11

    ციტატა: MSN G.O.A.T
    მესი ვისაც შეადარეს ყველას ცუდად წაუვიდა საქმე და მოდი არშევადაროთ რა


    ხოო, განსაკუთრებით ფატის.

  • geobcn33
    schedule 25 დეკ 2022, 14:15
    #10

    MARI=BARCA-fan,
    ბარსელონაში დაბადებულია, და მოქალაქე ხდება ავტომატურად, შესაბამისად სრულწლოვნების ასაკს რომ მიაღწევს შეუძლია არჩევანი გააკეთოს რომელი ნაკრების სახელით ითამაშებს, აქ ქართველი ბავშვებიც ბევრნი არიან ვინც აქ დაიბადა

  • MARI=BARCA-fan
    schedule 25 დეკ 2022, 00:06
    #9

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    wink blush მაროკო-გვინეელი ესპანეთის ნაკრებში?!!!
    ვინც ლა მასიას ამთავრებს, მერე ყველას ესპანეთის მოქალაქეობა უნდა!
    რას ერჩის მაროკოს, მაგარი ნაკრებია!!!


    მეც ვერ ვხვდები, მუნდუიალის მეოთხეადგილოსანი გუნდია და რა დაეწუნება მაროკოს?


    კი, და თან ისე რთულად ეთამაშათ, რომ მოგებაც შეეძლოთ..

  • Albicelecte
    schedule 24 დეკ 2022, 23:07
    #8

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    wink blush მაროკო-გვინეელი ესპანეთის ნაკრებში?!!!
    ვინც ლა მასიას ამთავრებს, მერე ყველას ესპანეთის მოქალაქეობა უნდა!
    რას ერჩის მაროკოს, მაგარი ნაკრებია!!!


    მეც ვერ ვხვდები, მუნდუიალის მეოთხეადგილოსანი გუნდია და რა დაეწუნება მაროკოს?

  • MARI=BARCA-fan
    schedule 24 დეკ 2022, 22:14
    #7

    wink blush მაროკო-გვინეელი ესპანეთის ნაკრებში?!!!
    ვინც ლა მასიას ამთავრებს, მერე ყველას ესპანეთის მოქალაქეობა უნდა!
    რას ერჩის მაროკოს, მაგარი ნაკრებია!!!

  • La Pulga10
    schedule 24 დეკ 2022, 22:12
    #6

    ვნახოთ რა იქნება

  • MSN G.O.A.T
    schedule 24 დეკ 2022, 20:25
    #5

    მესი ვისაც შეადარეს ყველას ცუდად წაუვიდა საქმე და მოდი არშევადაროთ რა

  • nika 54
    schedule 24 დეკ 2022, 18:38
    #4

    არც ლეოს უვარგა მაინცდამაინც მარჯვენა ფეხი, მაგრამ ამან იმის ნახევარს მიაღწიოს რასაც ლეომ მიაღწია აგვაშენებს.

  • Griezzy7
    schedule 24 დეკ 2022, 16:53
    #3

    ლა მასიის პროდუქტის მჯერა ძალიან 🙏💜

  • Maestro 6
    schedule 24 დეკ 2022, 16:36
    #2

    აი ძაან ვგულშემატკივრობ ყველას ლა მასიადან იმედია დამყარებულ იმედებს გაამართლებს

  • Albicelecte
    schedule 24 დეკ 2022, 16:36
    #1

    აბდე ეზალზულის ამოაგდებს მაროკოს ნაკრებში ძირითადიდან 5-6 წლის მერე