დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სრულდება, საქმეში კი ბარსელონელების ორ გუნდს ვიხილავთ.
19:00 საათზე რონალდ არაუხოს ურუგვაი განას დაუპირისპირდება. ურუგვაის აუცილებლად მოგება ჭირდება. თუ სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს და პორტუგალიამ სამხრეთ კორეა დაამარცხა, ურუგვაელები მომდევნო ეტაპზე გავლენ. თუ კორეამ და ურუგვაიმ მოიგეს, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი სხვაობა ექნება.
23:00 საათზე რაფინიას ბრაზილია კამერუნს შეხვდება. ბრაზილია მომდევნო ეტაპზე უკვე გასულია. არწაგების შემთხვევაში “სელესაო” პირველ ადგილს გაინაღდებს.
ორივე თამაშს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გვთავაზობს.
ადმინ უფრო მეტი სტატია რო დაწეროთ მესიზე ქვეყანა არ დაიქცევა და არც ბარსას ფანების გაღიზიანებას არ გამოიწვევს. ბარსას სიყვარული = მესის სიყვარულს. ეს ორი განუყოფელია და მისი ინტერვიუებიც თარგმნეთ თამაშის მერე რასაც ამბობს. რადგან ბარსაში აღარ თამაშობს იმას არ ნიშნავს, რომ ბარსას აღარ ეკუთვნის!!! ის ყოველთვის ბარსას ფეხბურთელად დარჩება რაც არ უნდა მოხდეს !!!
გუშინდელი შედეგების შემდეგ, ყველა აზრი დაკარგა ამ ვითომ გათვლებმა: თუ ამათ მოიგეს და იმათ ფრე ითამაშეს და ასე შემდეგ. გულახდილად ვთქვათ ვინმე იფიქრებდა რო გუშინ ესპანეთი გააგდებდა გერმანიას დაუსწრებლად, გერმანია კი ასევე დაუსწრებლად გაგვიყვანდა მერვედფინალში? ვინმე ფიქრობდა რო პირველი თამაშის შემდეგ ესპანეთი გერმანიის გასათრევი გახდებოდა? კიდევ კაი არ წააგეს გერმანელებმა. მადლობა პირადად ფლინკს და მიულერს.