სექტემბერი მიილია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონასთვის” გამოწვევებით სავსე ოქტომბერი დაიწყო.
“ბლაუგრანა” ოქტომბრის თვეში 5 მატჩს გამართავს. ჰანსი ფლიკის გუნდი “პარი სენ-ჟერმენით” დაიწყებს, რის შემდეგაც ლა ლიგაში ჯერ – “სევილიას”, შემდეგ კი “ჟირონას” შეხვდება. დერბიდან 3 დღეში “ბარსას” ისევ ჩემპიონთა ლიგა და “ოლიმპიაკოსთან” თამაში ელის, ამის შემდეგ კი მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივი საკლუბო დაპირისპირება, “ელ კლასიკოა” ჩანიშნული.
ოქტომბრის თვეში “ბარსელონას” განრიგი ასეთია:
- ბარსელონა-პსჟ – პირველი ოქტომბერი, 23:00
- სევილია-ბარსელონა – 5 ოქტომბერი, 18:15
- ბარსელონა-ჟირონა – 18 ოქტომბერი, 18:15
- ბარსელონა-ოლიმპიაკოსი – 21 ოქტომბერი, 20:45
- რეალ მადრიდი-ბარსელონა – 26 ოქტომბერი, 19:15
არაფერი დატვირთული გრაფიკი ეს არაა, სევილია, ჟირონა და ოლიმპიაკოსი, სამივე სუსტი მეტოქეა, რეალთან კი დასვენების დრო გვექნება
კლასიკოში ფერმინ და რაფინია არ იქნებიან ნეტავ?
რთული თამაშები იქნება მაგრამ ლფიკი მოიგებს დარწმუნებული ვარ