
მილანის “ინტერის” პრეზიდენტი, მასიმო მორატი გამოტყდა, რომ მოურინიოს შემცვლელად კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა უნდოდა.
“ჩვენ ვფიქრობდით გვარდიოლას კანდიდატურაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, იგი არაფრის დიდებით არ დატოვებს კატალონიას,”-განაცხადა მორატიმ.
“ნერაძურის” პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მწვრთნელობის სხვა კანდიდატებიც ჰყავს: ფაბიო კაპელო, ზდენეკ ზემანი და ლუიშ ფილიპე სკოლარი. მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ძალიან დიდი დრო დარჩა.
წყარო: barca.ru