“ბარსელონას” მეოთხე კაპიტანმა, ჟორდი ალბამ მოახლოებულ “ელ კლასიკომდე” Televisión Española-სთვს მიცემულ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება.
დღე, როდესაც კარიერას დავასრულებ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე კიდევ ბევრი მაქვს დარჩენილი. როცა ასაკი გემატება, ყველაფერს უფრო მეტად აფასებ.
ჩავის მოსვლა შესანიშნავი ჩემთვისაც და გასახდელისთვისაც შესანიშნავი სიახლე იყო. ის თავდაჯერებულობას გვმატებს.
“ელ კლასიკო” წლის მატჩია და მიზანი მოგებაა, რათა ლა ლიგისთვის ბრძოლა გააგრძელო. “კლასიკოში” თამაში პირდაპირი მეტოქის წინააღმდეგ თამაშია და ის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩვენს გზას გასაზღვრავს.
ჩვენ ბევრი ქულა დავკარგეთ, რის გამოც ლიდერებთან ჩამორჩენა დიდია, თუმცა ახლა შეგრძნებები უკეთესია. ვხედავ, რომ გუნდი და გულშემატკივარი მოტივირებულია. სირთულეების მიუხედავად, განწყობა უკეთესია.
ჩემი რჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელებს? მატ ვეტყვი, რომ დააფასონ ის, თუ სად იმყოფებიან და ყოველ მატჩში ბოლომდე დაიხარჯონ.
მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მას ფეხბურთში რამდენიმე წელი კიდევ დარჩა. “რეალი” ის მეტოქეა, რომელსაც ან მოუგებ, ან წააგებ, მაგრამ ამის მიუხედავად, ლეოს მთელ მსოფლიოში აფასებენ. მისი გავარდნა სამწუხაროა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის კვლავ საუკეთესო იქნება.
ძაან კაი ფორმაშია
კაპიტნის წოდებას თამაშების კიარა კლუბში გატარებული დროის მიხედვით აძლევენ ესენი 1.ბუსი 2.პიკე 3.ალბა 4. რობერტო ახლა ესენი არიან კაპიტნები
მარა მე არ ვეთანხმები ასეთ უაზრო წესებს კლუბში გატარებული დროის კიარა კაპიტნის თვისებების მქონე მოთამაშეს უნდა ირჩევდნენ
ამაზე მეტი თამაში სად მოასწრო რობერტომ სანამ ენრიკე მოვიდა და გაამარჯვენამცველა მანამდე სკამი ხეხა მერეც ხან ვინ ითამაშა მარჯვენა მცველად ხან ვინ
nika 54,
კი ეგრეა და ძაან უცნაურია, არ მომწონს თამაშების მიხედვით კაპიტნობა, პიკეს ყველაზე მეტად აქვს კაპიტნის თვისებები, და რობერტო საერთოდ კაპიტნებში არ უნდა ეწეროს
ამ ეტაპზე 90 ასისტი აქვს და წესით კარიერის ბოლოს 100 გადაცდება,ახლა კარგ ფორმაშია მაგრამ მომდევნო წელს როტაციაში უნდა იყოს ვინმესთან, ესეც და შტეგენიც
ის ეს მეოთხე კაპიტანია და რობერტო მე-3?