workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან | მე-2 ნაწილი

ინტერვიუ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან | მე-2 ნაწილი

დღეს, “ბარსელონას” გაბონელი ფეხბურთელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიერ Mundo Deportivo-სთვის მიცემული ინტერვიუს მე-2 ნაწილი გამოქვეყნდა:

“მესტალიაზე” ზედიზედ 2 ჰეთ-თრიქის შემდეგ განცდილ გრძნობებზე:

“მესტალიაზე” ზედიზედ ორჯერ შესრულებული ჰეთ-თრიქი ძალიან კარგია. ამ მატჩით ბედნიერი ვარ.

გუშინ ვნახე, რომ 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელი გავხდი, რომელმაც ლიგა 1-ში, ბუნდესლიგაში, პრემიერ ლიგასა და ლა ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს გასაოცარი ფაქტია.

სად ისწავლეთ გოლების ჰაერში ბრუნით აღნიშვნა?

მახსოვს, რომ ამის კეთება სახლში, ვიდეოების ყურებისას დავიწყე. სიმართლე გითხრათ, ეს ფეხბურთელისგან ვისწავლე და არა ტანმოვარჯიშისგან.

უგო სანჩესისგან (“რეალის” ლეგენდა)?

დიახ, უგო სანჩესისგან (იცინის).

სამაჯურები მოგწონთ?

დიახ, მომწონს, რადგან მათ ჩემი შვილების სახელები აწერია.

“ატლეტიკოსთან” სადებიუტო მატჩში “კამპ ნოუზე” მიღებულ ოვაციებზე:

ეს ყველაფერი შესანიშნავი იყო. ასეთ სტადიონზე თამაშსა და აპლოდისმენტების დამსახურებაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი.

“ბარსას” ინტერესის შესახებ პირველად გაგებაზე:

არ მახსოვს. ყველაფერი მამაჩემმა და ჩემმა ადვოკატმა მოაგვარეს, ამიტომაც, ამის შესახებ საუბარი მათ უკეთ შეუძლიათ. თუმცა, ერთი კვირით ადრე ვიცოდი, რომ შესაძლებელი იყო, “ბარსელონაში” გადმოვსულიყავი. დიახ, ერთი კვირით ადრე კლუბი დამიკავშირდა და თავიანთ ინტერესზე შემატყობინეს.

“ბლაუგრანას” მაისურის მორგებასთან 2020 წლის იანვარშიც ახლოს ვიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა – სატრანსფერო ბაზარზე მსგავსი რამ ხდება ხოლმე.

ექტორ ბელერინთან და მარკ ბარტრასთან საუბარზე:

დიახ, “ბარსას” შესახებ ბელერინს ვესაუბრე. ასევე, როდესაც “დორტმუნდში” მარკ ბარტრასთან ვთამაშობდი, მან მითხრა, თუ როგორი დიდი გუნდია “ბარსელონა” – ასეც ვფიქრობდი. გარდა ამისა, ტიერი ანრისაც ველაპარაკე.

როცა პანდემია დაიწყო და “არსენალმა” ხელფასის შემცირება შემოგთავაზათ, არც დაფიქრებულხართ. ლონდონური კლუბი ინგლისში პირველი იყო, ვინც მოთამაშეებისთვის ანაზღაურების დაკლება დაიწყო. ასე უნდა მოქცეულიყო კაპიტანი?

დიახ. ვფიქრობ, კლუბისთვის ეს უნდა გაგვეკეთებინა.

“ბარსელონაში” არსებულ ძალიან დაბალ ხელფასზე:

“ბარსა” დიდებული გუნდია და აქ მოსვლა მსურდა. მსგავსი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და მეც აქ ვარ.

თქვენს “ბლაუგრანაში” გადმოსვლაზე გავლენა დეკუმ მოახდინა, რომელიც გაბონის ნაკრებშიც მუშაობდა:

დეკუს გაბონში ბევრჯერ შევხვდი – ის ბრწყინვალე ადამიანია.

პედრიზე:

პედრის ბოდიში უკვე მოვუხადე და ვახშამს დავპირდი. ჰეთ-თრიქის ჩაწერა ნამდვილად არ მითხოვია, მაგრამ, საბოლოოდ, მსაჯმა გოლი მე ჩამითვალა. როცა პედრის შევხვდი, არაფერი მითქვამს. გოლი შესანიშნავი გამოვიდა, ამიტომაც, არაფრის თქმა არ მსურდა.

“ვალენსიასთან” მატში ჟორდი ალბა და ტერ შტეგენი თქვენზე გრძელი პასების გაკეთებას ცდილობდნენ:

ეს მწვრთნელმა გვთხოვა. მეტოქეს ძალიან აგრესიული დაცვა ჰყავდა და უკან სივრცე რჩებოდა, სადაც ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა შემეძლო. როცა სირბილი შეგვიძლია, ასეც უნდა მოვიქცეთ.

“ბარსას” უნიკალური სტილი და მსგავსება მიკელ არტეტას “არსენალთან”

ზოგი რამ იდენტურია. მონდომებული ვარ, რომ მეტი ვისწავლო. როცა ვხედავ, ბიჭები როგორ თამაშობენ, მსურს, მეც იგივე გავაკეთო.

გისურვათ თუ არა არტეტამ კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები, მიუხედავად თქვენს შორის მომხდარი უთანხმოებისა?

დიახ, დიახ.

გზავნილი ფანებისთვის:

ყველაფერს გავიღებთ, პირადად მე კი ისე მუშაობას გავაგრძელებ, როგორც აქ გადმოსვლისას დავიწყე. მატჩებისა და ევროპა ლიგის მოგება მსურს. თუ ამის გაკეთება გვინდა, მეტოქე უნდა დავამარცხოთ.

2019 წელს ევროპა ლიგის ფინალის “ჩელსისთან” წაგებაზე:

დიახ, ეს მტკივნეული იყო, მაგრამ ახლა კიდევ ერთი შანსი მაქვს. ამასთან, ეს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის გზაა.

რას იტყოდით ნეაპოლში ჰეთ-თრიქის შესრულებაზე?

კიდევ ერთი ჰეთ-თრიქი? არ ვიცი (იცინის). მთავარია, მოვიგოთ.

რას უნდა ველოდეთ გუნდისგან ახლა და სეზონის ბოლომდე?

ორი ტურნირზე ვასპარეზობთ და საქმის კეთება უნდა გავაგრძელოთ. რამდენიმე მატჩი კარგად ჩავატარეთ, ამიტომაც, სწორ გზას უნდა გავყვეთ.

რა არის თქვენი ოცნება?

ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

თქვენი გამოცდილებით, რა რჩევებს აძლევთ ისეთ ახალგაზრდებს, როგორებიც გავი და ნიკო არიან?

მათთვის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თამაში ასე უნდა გააგრძელონ. გამარჯვების წყურვილით ასპარეზობა და მაქსიმუმის გაღება ნამდვილად სასიამოვნოა. 

რა მოგონებები გაკავშირებთ “რეალთან”, რომლის კარშიც 5 გოლი გაიტანეთ და მალე ისევ დაუპირისპირდებით?

ძალიან კარგი მოგონებები მაქვს, რადგან მათ წინააღმდეგ გოლების გატანა ყოველთვის შესანიშნავია. ვიმედოვნებ, მადრიდელებს კიდევ გავუტან.

რამ გაგაკვირვათ ვარჯიშზე ყველაზე მეტად?

ახალგაზრდებზე ვისაუბრებ – პედრი, გავი და ნიკო ძალიან კარგები არიან და ბევრს თამაშობენ. მათი პირისპირ ნახვა ბევრად უკეთესია, ვიდრე ტელევიზორში.

ფერან ტორესზე:

ის ძალიან კვალიფიციური მოთამაშეა. “მანჩესტერ სიტის” მაისურით მისი ბევრი მატჩი მინახავს. როცა გვერდით ფერანის მსგავსი ფეხბურთელები გყავს, თამაში მარტივია. ტორესს უბრალოდ უნდა შეხედო და უკვე ყველაფერი გაკეთებული აქვს.

ერლინგ ჰოლანდზე:

“დორტმუნდში” ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ მას მუდმივად მოგება სურს. ნორვეგიელს ბევრი გოლი გააქვს და 21 წლის ასაკში უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ, რაც გასაოცარია.

თუ ერლინგი “ბარსაში” გადმოვა, მასთან კონკურენცია შესანიშნავი იქნება. პოზიტიური ადამიანი ვარ და ამას არ ვუშინდები. “ბარსელონას” მსოფლიოში საუკეთესოები სჭირდება.

მანქანების კოლექციაზე:

ჩემი მანქანების კოლექცია დასრულებული არ არის.

ჩემს საკუთრებაშია: Ferrari 488, LaFerrari, ოთხი Lamborghini, ორი Aventador and ორი Urus. ასევე Bentley Bentayga, Porsche Panamera, Aston Martin DB9 და Range Rover Sport. პირველი მანქანა, რომელიც ვიყიდე, Audi Tt იყო და ძალიან ვნანობ, რომ გავყიდე.

Sport-თან ჩაწერილი ინტერვიუს გაგრძელება:

ჩავისთან ურთიერთობაზე:

ყველაფერი შესანიშნავია. ის გარკვევით მეუბნება, რას ითხოვს ჩემგან. მწვრთნელს სურს, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო.

რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი მწვრთნელის ყოლა, რომელიც გენდობათ?

აუცილებელია. როცა შენი სჯერათ, იმედების გამართლება და მაქსიმუმის გაღება გიწევს.

ახალგაზრდებზე:

ისინი გასაოცარი ფეხბურთელები არიან და უდიდესი ტალანტი აქვთ. ახალგაზრდები ნამდვილად შესანიშნავ თამაშს გვთავაზობენ.

“დორტმუნდის” დატოვების შემდეგ დემბელესთან კონტაქტი გქონდათ?

დიახ, ყოველთვის. ის ჩემი პატარა ძმასავითაა. ერთამენთთან კავშირი არასდროს დაგვიკარგავს. როცა უსმანი მირეკავს, შეტყობინებას მუდამ ვუგზავნი.

რამდენი გოლით იქნებით კმაყოფილი?

ლიმიტი რატომ დავაწესოთ? მოგება, გოლების გატანა და სიამოვნების მიღება მსურს.

“ბარსას” მაისურით გატანილ გოლს ნიღბით აღნიშნავთ?

ვნახოთ… რატომაც არა? ეს ყველა ყოფილ კლუბში გავაკეთე. თუ ერთ დღესაც ამის ხასიათზე ვიქნები, გოლს ამ სტილში ვიზეიმებ. ადამიანი ობაბა, შავი პანტერა… ჯერ არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, ასე მოვექცევი. 

ობამეიანგის მიერ MD-სა და Sport-ისთვის მიცემული ინტერვიუს პირველი ნაწილების ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Fc Barca Batumi
    schedule 23 თებ 2022, 12:19
    #6

    ციტატა: nika 54
    ამან რო ნაპოლის და რეალს ჰეტთრიქები მიართვას ბარსელონას ისტორიაში შევა.


    ბაზარი არაა, ეს ისეა აწყვეტილი ჰეტრიკებით ორივეს გაჩურთავს

  • DesmondHume
    schedule 22 თებ 2022, 20:03
    #5

    რა კოლექცია ჰქონია ამ ჩათლახს, გემოვნება უვარგა <3

  • shu1987
    schedule 22 თებ 2022, 17:49
    #4

    მშვენივრად საუბრობს ლაპარაკში პოკერი შეასრულა, მთავარია ნაპოლისაც მიართვას..

  • Iniesta_8
    schedule 22 თებ 2022, 15:33
    #3

    კარგად დაიწყო და ვნახოთ როგორ გააგრძელებს. მონდომება არ აკლია. სისწრაფე ჯერ კიდევ აქვს და უნდა გამოვიყენოთ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 თებ 2022, 15:29
    #2

    ძაან პოზიტიური როჟაა და ასაკი საერთოდ არ ეტყობა, არც გსრეგნულად , არც თამაშით და არც ხასიათით, გამოცდილება და კლასი აქვს

  • nika 54
    schedule 22 თებ 2022, 14:58
    #1

    ამან რო ნაპოლის და რეალს ჰეტთრიქები მიართვას ბარსელონას ისტორიაში შევა.