workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიოს არჩევანი

რონალდინიოს არჩევანი

ყოველდღიურად ესპანური გაზეთები უფრო და უფრო ხშირად წერენ რონალდინიოს ლონდონის “ჩელსიში” შესაძლო გადასვლის შესახებ. ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მაინც გადაწყვიტა პირინეების დატოვება და ნისლიან ალბიონზე გადაბარგება.

ჯერ კიდევ გასულ სეზონში რონალდინიოს თამაში შორს იყო იდეალურისაგან. კატალონიური კლუბის მთელი შემადგენლობა მაშინ მოტივაციის ნაკლებობას უჩიოდა, რაც დღევანდელ ფეხბურთში ესოდენ მნიშვნელოვანია. რონალდინიომ კი, როგორც გუნდის ლიდერმა, საკუთარ თავზე კრიტიკის ყველაზე დიდი ტალღა მიიღო. განსაკუთრებით ნიჭიერმა ფოტორეპორტიორებმა შესძლეს კადრზე მისი ზედმეტი წონის აღბეჭდვა, ბულვარული პრესა კი გაივსო ინფორმაციებით იმის შესახებ, თუ როგორ ატარებდა რონალდინიო დროს ღამის კლუბებში. ბევრი მის პირად ცხოვრებას უკავშირებდა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის ქალიშვილს, ლინდსი რაიკაარდს. რონალდინიოს რეპუტაიამ ნელ–ნელა კლება იწყო, რაც შემდეგში მისი მაისურების გაყიდვიდან შემოსულ ფულზეც აისახა.

შარშანდელი სეზონის კატალონიურმა დიდმა მიზანმა, სეზონში შვიდი თასის მოგებამ, ასევე დიდი კრახი განიცადა. “ბარსელონამ” შესძლო მხოლოდ ესპანეთის სუპერთასის და კატალონიის თასის მოგება, ხოლო პრესტიჟული ტურნირებიდან კატალონიელებმა ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეს. შეცდომებზე მუშაობამ როგორც სჩანს შედეგი ვერ გამოიღო – რონალდინიო კვლავ ვერ ახერხებს ძველებურად თამაშს. მიმდინარე სეზონში, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა შეწყვიტა ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაში, “ბარსელონას” შემტევი ხაზი უკვე რონალდინიოზე აღარ არის დამოკიდებული.

შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია რადიკალურადაც შეიცვალა, რონალდინიოს გამოჩენა “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს თითქოს თრგუნავს და ისინი ჩვეულ დონეზე ვეღარ თამაშობენ. კატალონიურ კლუბში არსებული დღევადელი სიტუაცია შეიძლება მივამსგავსოთ გასულ სეზონში ლონდონის “არსენალის” მდგომარეობას, როდესაც მეთოფეთა წლების განმავლობაში ლიდერის და მთავარი დამრტყმელი ძალის, ტიერი ანრის ტრამვის დროს, არსენ ვენგერმა მოახერხა ახალგაზრდა ფეხბურთელებით ანგარიშგასაწევი გუნდის გაკეთება. ზაფხულში ანრიმ “არსენალი” დატოვა, მაგრამ მისი წასვლით გუნდი სულაც არ დასუსტებულა, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და მიმდნარე სეზონში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ.

ამიტომ, შესაძლოა რონალდინიოს “ბარსელონადან” წასვლით იხეიროს როგორც თავად ფეხბურთელმა, ასევე კლუბმაც. ესპანურმა “Marca”-მ, ინფორმაციის წყაროს მიუთითებლად ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი უკვე შეუთანხმდა ლონდონის “ჩელსის” პირად კონტრაქტზე. ჟურნალისტების ცნობით კატალონიელთა მე–10 ნომერი კონდონურ კლუბში წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. ბრიტანული ტაბლოიდები რონალდინიოს “ჩელსიში” შესაძლო გადასვლის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში წერდნენ. ყველაზე პატიოსანმა ინგლისურმა გაზეთმა – “The Sun”–მა დაჟე დაასახელა ტრანსფერის ფასიც – 70 მილიონი ევრო. რონალდინიოს შეძენას გასულ ზაფხულში აქტიურად ცდილობდა იტალიური “მილანი”, მაგრამ სილვიო ბერლუსკონის მიერ გამოყოფილმა ასტრონომიულმა თანხებმა არ გაჭრა და რონალდინიო კვლავ “ბარსელონაში” დარჩა.

დღეს კი ბრაზილიელის სხვა კლუბში გადასვლა უფრო დამაჯერებლად ჟღერს. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის აგენტი და მისივე ძმა, რობერტო დე ასის მორეირა ბარსელონაში იმყოფებოდა და კლუბის ვარჯიშსაც დაესწრო, რა დროსაც განაცხადა: “რონალდინიო თავს “ბარსელონაში” კარგად გრძნობს, მაგრამ თუ ვინმეს სურს, რომ იგი წავიდეს, მაშინ იგი წავა, მაგრამ უფასოდ”.

წყარო: www.eurosport.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward