workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: “ჩვენ მოედანი თავაწეულებმა დავტოვეთ”

აბიდალი: “ჩვენ მოედანი თავაწეულებმა დავტოვეთ”

საფრანგეთს ნაკრების ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა გამოთქვა თავისი კმაყოფილება “ბარსელონას” ბოლო თამაშის გამო. კატალონიელთა განაპირა მცველი გაკვირვებულია, რომ გუნდი კვლავ აგრძელებს პროგრესირებას.

სამშაბათს ერიკ აბიდალმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრა გუნდის შესახებ სხვადასხვა ასპექტებზე. “ესპანიოლთან” მატჩზე აბიდალმა განაცხადა, რომ “გუნდმა თამაში თავაწეულმა დატოვა. ეს იყო კარგი მატჩი, რადგან ეს იყო დერბი. ჩვენ ავიღეთ ერთი ქულა და მე ვთვლი, რომ ეს ჩვენთვის კარგი შედეგია”.

ფიზიკური მომზადება

გუნდში არსებულ ფიზიკურ მომზადებაზეაბიდალმა უპასუხა: “მე დასაწყისშიც აღვნიშნე, ჩვენ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულნი. მაგალითად საფრანგეთში, ჩემპიონატის დაწყებიდან 15 დღის შემდეგ გუნდი ბურთთან ერთად ფაქტობრივად აღარ ვარჯიშობს, მთელი ყურადღება გადატანილია ფიზიკურ ვარჯიშებზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ცუდი მომზადება გვაქვს. მიზანი იგივეა, გზა არის განსხვავებული. ფიზიკურად გუნდი შესანიშნავად არის მომზადებული, ამ მხრივ მე არანაირი პრობლემა არ შემიმჩნევია”.

ანრი და ეტო’ო

ამ ფეხბურთელებზე დასმული კითხვა იყო პირველ ადგილზე: “მე ვფიქრობ, რომ ანრიმ სწორი გადაწყვეტილბა მიიღო, როდესაც დასვენება არჩია. არის მომენტები, როდესაც თუ არ ვიჩქარებთ, შედეგს უფრო მალე მივაღწევთ. რაც შეეხება ეტო’ოს, მნიშვნელოვანია, რომ იგი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. ეს არის მნიშვნელოვანი მისთვის და გუნდისთვის, ჩვენ გვჭირდება ყველა ფერხბურთელი და ეტო’ოც მათ შორის.

ევროპის ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე, რომლის შემდეგაც საფრანგეთს ნაკრები ჯგუფში იტალიასთან, ჰოლანდიასთან და რუმინეთთან ერთად მოხვდა, აბიდალი თვლის, რომ ეს არ არის “სიკვდილის ჯგუფი”: აბიდალს სჯერა, რომ ოთხივე გუნდს აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი.

რონალდინიო

რონალდინიოს შესახებ დასმულ კითხვაზე კი აბიდალმა ლაკონურად უპასუხა: “ამის შესახებ კითხეთ მწვრთნელს. მე მომწონს ჩემი ყველა თანაგუნდელის თამაში”.

წყარო: www.barcamania.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward