გავლით თამაშებში თამაში გამოსწორდა. პროგრესი იგრძნობა “ლიონის” წინააღმდეგ თამაშსა და “მონჟუიკზე” ჩატარებულ შეხვედრას შორის, მაგრამ პრობლემა მაინც არის, გუნდს ბოლო მომენტში რაღაც აკლდება და შეტევის გოლით დაგვირგვინებას ვერ ახერხებს. მეტოქის კარის აღების უნივერსალური გასაღები ჯერ კიდევ ვერ იქნა ნაპოვნი, ჩვენ ჯერ კიდევ გზის შუაში ვართ. ჯერ იყო “ბარსა” “ხეტაფემდე”, ახლა ჩვენ ვუყურებთ “ბარსას” “ხეტაფეს” შემდეგ. გასვლით თამაშებში პროგრესი გუნდმა განიცადა “ლიონთან” მატჩში, ხოლო “ესპანილთან” მატჩში ეს პროგრესი უფრო თვალშისაცემი გახდა. ამ დერბიში “ბარსელონა” პირველ რიგში თავისი თავის წინააღმდეგ თამაშობდა. ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია, უნდა დაველოდოთ პირველი წრის დასრულებას. მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლის გატანის შემდეგ უნდა გაიტანო მეორე გოლი. “ესპანიოლთან” თამაშში “ბარსას” პირველ ტაიმში ეს არ გამოუვიდა, მეორეში კი ამის საშუალება არ მისცეს.
“ბარსამ” “ესპანილთან” თამაში დაასრულა ისევე, როგორც დაიწყო, იგი ცდილობდა გოლის გატანას და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ესეთი ტენდენცია შეიმჩნევა ბოლო მატჩებში. საქმე ფიზიკურ მომზადებაში კი არა, თამაშის მანერაში არის, რომელიც ან არსებობს, ან არა. სწორხაზოვნად მესიზე თამაშით, ან მთლიანი გუნდის მოქმედებით “ბარსამ” “ესპანიოლ” კუთხესთან მიიმწყვდია. რაზე აკეთებდა გათვლას ვალვერდე? – ეს არის რიერა, რაულ ტამუდო და ლუის გარსია, მაგრამ არცერთი მათგანი ამ მატჩი სახიფათო არ ყოფილა. რაიკაარდის შეგირდებმა თამაში წაიყვანეს საჭირო ტემპში, სწორად გადაანაწილეს ძალები და პოზიციურად სწორად ჩაატარეს ეს შეხვედრა. მაგრამ, სანამ ბოიანი იყო მინდორზე, “ბარსა” თამაშობდა “ესპანიოლის” ნახევარზე ღრმად, მაგრამ ბოიანის მოედნიდან გასვლის შემდეგ ეს სიღრმე დაიკარგა და “ესპანიოლის” დროც მოვიდა.
რა მოხდა მეორე ტაიმში? საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მარცხდებოდა და სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ მასპინძლები გაათანაბრებდნენ ანგარიშს და მათი გოლი “ბარსას” დამსახურებაა. “ბარსელონას” ფეხბურთელბმა დაიწყეს მოკლე პასებით თამაში სამი ოთხი შეხებით, რის შედეგადაც იმატა დაკარგული ბურთების რაოდენობამ და ბურთიც “ესპანიოლის” თავდამსხმელებს ჩაუვარდათ ხელში. ყველაფერი კარგად იყო მაშინ, როდესაც მოედანზე იყო ბოიანი და მისი გასვლის შემდეგ “ბარსელონამ” დაკარგა შეტევაში სიმწვავე. მესი იძულებული იყო, უფრო და უფრო ხშირად ეთამაშა უკან, ისევე, როგორც ინიესტა და რონალდინიო. მოედანი მათთვის უცებ პატარა გახდა. მშვიდობით თავისუფლად მოძრაობავ! ახლა ძლიერი ფიზიკური მომზადების დროა. ამ უკანასკნელ კომპონენტში “ბარსა” არასდროს არ ყოფილა ძლიერი.
რაც შეეხება რონალდნიოს – გუნდისთვის უკეთესი იქნება, თუ ფეხბრუთელი, რომელიც მთელი მატჩის სათამაშოდ მზად არ არის, მოედანზე გამოვა საჭირო მომენტში და დაეხმარება გუნდს. დიახ, მე ვამბობ, რომ ბოიანის გასვლამ გუნზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ რონალდინიო მოედანზე შემოვიდა სხვა მისიით, იგი ცდილობდა მოწინააღმდეგე დაეჭირა იქ, სადაც იგი შეცდომას დაუშვებდა და იგი ამით გუნდს ძალზე დაეხმარა. თუ მას უჭირს და არ არის ფორმაში, მაშინ რატომ უნდა ითამაშოს მან 90 წუთი? რატომ უნდა ნახოს მთელმა მსოფლიომ, თუ როგორ ცუდად არის რონალდინიო? იქნება უმჯობესია მოედანზე მისი მოგვიანებით შემოშვება, როდესაც იგი უკეთ შესძლებს თავისი შესაძლებლობების გუნდისთვის გამოყენებას.
მე ამ მხრივ ვეთანხმები რაიკაარდს, მისცეს რონალდინიოს თამაშის საშუალება და არ დააჩქაროს მოვლენები ანრისთან დაკავშირებით. მე ქედს ვიხრი ამ ფეხბურთელის წინაშე იმის გამო, რომ იგი გუნდისთვის თამაშობდა მაშინ, როდესაც ტკიოდა და ასევე იმისთვის, რომ მან ამ ეტაპზე გამონახა დრო ფორმის აღსადგენად. ეს უთქმელი დადასტურებაა იმისა, რომ იგი ზრუნავს გუნდზე. იგი ხომ შესანიშნავად ხვდება, რომ ეტო’ო ერთვება ბრძოლაში. იგი უთმობს ეტო’ოს ადგილს პრობლემების გარეშე. მას გარშემო ყველა აკრიტიკებდა, მაგრამ მან გუნდს მისცა იმაზე მეტი, ვიდრე მისგან მოითხოვდნენ.
წყარო: www.barcamania.ru