ინგლისური “მიდლსბრო” ცდილობს სენსაციური ტრანსფერის გაჩარხვას და “ბარსელონადან” რონალდინიოს ყიდვას. ინგლისელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელი სულ რაღაც 10 მილიონ ფუნტად შეაფასეს.
ეს არის ერთადერთი ოფიციალური შეთავაზება, რომელიც კატალონიელებმა ბრაზილიელის ტრანსფერტან დაკავშირებით მიიღეს.
“მიდლსბროს” არ შეუძლია რონალდინიოში მეტი ფულის გადახდა, რადგან კლუბის ბიუჯეტი არ იძლევა ამის საშუალებას, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რონალდინიო საკმაოდ ძვირად შესანახი ფეხბურთელია.
წყარო: www.sport-express.ru



