workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს არცერთ გუნდს არ შეუერთდება

დანი ალვესმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს არცერთ გუნდს არ შეუერთდება

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დანი ალვესმა ინსტაგრამის საშუალებით გვამცნო, რომ მიმდინარე წელს ხელშეკრულების გაფორმებას არცერთ გუნდთან არ აპირებს. 

38 წლის ბრაზილიელის უკანასკნელი კლუბი “სან პაულუ” იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა.

აქ იმისთვის ვარ, რათა განვაცხადო, რომ გადავწყვიტე, მიმდინარე წელს არცერთ გუნდს არ შევუერთდე. ბრაზილიაში ბავშვობის ოცნებით მოვედი, რომელიც ავისრულე. საყვარელ გუნდთან ერთად ჩემპიონობა ფასდაუდებელი რამაა. ეს ფულს არ ეხება, ეს ღირებულებებს, კაცობას, ხასიათს, მემკვიდრეობას ეხება. 
რთული გადაწყვეტილებების მიღება საჭიროა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩემს ცხოვრებაში მარტივი არაფერია. ეს უბრალოდ მორიგი გადაწყვეტილებაა.
ყველას მადლობა დაინტერესებისთვის, მაგრამ მინდა, თავი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაიხუროს.
ვიცი, რომ ბევრი რამ ითქვა, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ერთია. აქ მოსულს ოცნება მქონდა, ახლა კი ახდენილი ოცნებით მივდივარ.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა განცხადების ბოლოს აღნიშნა, რომ ეს დასასრული არაა და ის აუცილებლად დაბრუნდება.

“სან პაულუს” დატოვების შემდეგ, ალვესი “ბარსასაც” დაუკავშირეს, თუმცა ფაბრიციო რომანომ ეს ინფორმაცია უარყო 

[media=https://www.instagram.com/p/CUNhG3il4rL/]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 25 სექ 2021, 14:16
    #3

    დანი ალვესმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს არცერთ გუნდს არ შეუერთდება
    რა თქმა უნდა ჯერ ახალგაზრდაა. ცოტას დაისვენებს და მერე ისევ შეუბერავს.

  • me da barca
    schedule 25 სექ 2021, 01:06
    #2

    ეს ბუფონს ეჯიბრება მგონი

  • azulgerana
    schedule 24 სექ 2021, 23:20
    #1

    ამის წასვლიდან დაერხა ბარსას. ის დღე ვატირე როცა ეს იუვენტუსში გაიპარა