workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
დილემა “ბარსელონას” კანტერაში

დილემა “ბარსელონას” კანტერაში

გასული კვირის განმავლობაში “ბარსელონას” თითქმის ყველა საიტზე დომინირებდა დევიდ ვილიას ტრანსფერთან დკავშირებული თემატიკა, თუმცა არ უნდა დაგვვიწყდეს, რომ “ბარსელონას” ყველა ერთგული ქომაგი ძალიან ამაყობს კლუბის კანტერაში აღზრდილი ფეხბურთელებით, რომელთა ბედიც რბილად რომ ვთქვათ ამ ხმაურიანი ტრანსფერების შემდეგ ბუნდოვანი გახდა.
“ბარსელონას” კანტერაში აღზრდილ 5 ფეხბურთელს წელს კონტრაქტების ვადები ეწურებათ და საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მათთან დაკავშირებით კლუბის ახალი ხელმძღვანელობა.
ჯონათან დოს სანტოსი, ტიაგო ალაკანტარა, ვიქტორ ვასკესი, გაი ასულინი და მარკ ბარტრა ის ფეხბურთელები არიან რომელთა მომავალიც სასწრაფო გარკვევას საჭიროებს. ჯონათან დოს სანტოსს, ალკანტარასა და ბარტერას წელს მოუწიათ ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში თამაში თუმცა საკითხავია რა ელით მათ მომავალში და მოხვდებიან თუ არა ისინი “ბარსელონას” განაცხადში.

დილემა "ბარსელონას" კანტერაში

სახელი და გვარი: ჯონათან დოს სანტოსი
ეროვნება: მექსიკელი
დაბადების თარიღი: 26 აპრილი, 1990 წელი
ასაკი: 20
სათამაშო პოზიცია: ნახევარმცველი
დაბადების ადგილი: მექსიკა
სიმაღლე: 180 სმ.

სახელი და გვარი:ვიქტორ ვასკეს სოლსონა
ეროვნება: ესპანელი
დაბადების თარიღი: 20 იანვარი, 1987 წელი
ასაკი: 23
სათამაშო პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
დაბადების ადგილი: ბარსელონა, კატალონია
სიმაღლე: 176 სმ.

სახელი და გვარი: ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო
ეროვნება: ბრაზილიელი (აქვს ესპანეთის მოქალაქეობა)
დაბადების თარიღი: 11 აპრილი, 1991 წელი
ასაკი: 19
სათამაშო პოზიცია: ნახევარმცველი
დაბადების ადგილი: ბარი, იტალია
სიმაღლე: 174

სახელი და გვარი: გაი იიგაალ ასულინი
ეროვნება: ებრაელი
დაბადების თარიღი: 9 აპრილი, 1991 წელი
ასაკი: 19
სათამაშო პოზიცია: ნახევარმცველი
დაბადებია ადგილი: ნაჰარია, ისრაელი
სიმაღლე: 177 სმ.

სახელი და გვარი: მარკ ბარტრა არეგალი
ეროვნება: ესპანელი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1991
ასაკი: 19
სათამაშო პოზიცია: მცველი
დაბადების ადგილი: სანტ ხაუმე დელს დომენისი, ესპანეთი
სიმაღლე: 184 სმ.

ერთი კი უდავოა, ამ ნიჭიერი ფეხბურთელების დაკარგვა ან სხვა გუნდში გაშვება დიდი დანაშაული იქნება. სწორედ ასეთი ფეხბურთელები იყვნენ სესკ ფაბრეგასი და ხერარდ პიკე ბერნაბეუ, რომელთაგან ერთის დაბრუნებაზეც დიდი ბრძოლა დღესაც გვიწევს.

allaboutfcbarcelona.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward