workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა რობინ გოსენსით ინტერესდება | Sport1

ბარსელონა რობინ გოსენსით ინტერესდება | Sport1

Sport1-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” “ატალანტას” მარცხენა მცველით, რობინ გოსენსით ნამდვილად ინტერესდება, თუმცა, ამ ეტაპისთვის, სხვა დეტალები ცნობილი არაა.

წყაროს თანახმად, იტალიურს კლუბს შეუძლია, 26 წლის ფლანგელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს – მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს იწურება.

“ლურჯ-ბროწეულისფერებს” გერმანელი ფეხბურთელის შეძენა დაცვის მარცხენა ხაზის გასაძლიერებლად სურთ, ვინაიდან, დიდი ალბათობით, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს ჟუნიორ ფირპო დატოვებს, ჟორდი ალბამ კი კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა.

გერმანელ-ნიდერლანდელი როგორც მარცხენა მცველად, ასევე მარცხენა ნახევარმცველად თამაშობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 მაი 2021, 16:52
    #4

    გერმანელ-ნიდერლანდელი როგორც მარცხენა მცველად, ასევე მარცხენა ნახევარმცველად თამაშობს.
    ეს რაღაც ახალია, ზუსტი წარმოშობა ციციმაც კი არ იცის?

  • El pistolero 9
    schedule 25 მაი 2021, 00:12
    #3

    ეს გაია და ანხელინიო კარგი ვარიანტებია

  • Albicelecte
    schedule 24 მაი 2021, 23:56
    #2

    ჟოან მირანდა არ ბრუნდება?! barca-6

  • NEYBarca
    schedule 24 მაი 2021, 23:45
    #1

    ჯობს ბალდე დავაწინაუროთ , ალბას ვერავინ ვერ ამოაგდებს სანამ მესია გუნდში 🙂