ახლა იქ ვიმყოფებით, სადაც 3 თვის წინ გვსურდა, რომ ვყოფილიყავით – შროიდერი

ახლა იქ ვიმყოფებით, სადაც 3 თვის წინ გვსურდა, რომ ვყოფილიყავით – შროიდერი

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ალფრედ შროიდერი “ატლეტიკოსთან” ფრედ ჩატარებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს:

კარგი თამაში ჩავატარეთ. სანამ ბუსკეტსი მოედანს დატოვებდა, იქამდე ბურთს ვაკონტროლებდით. პირველი ტაიმის მიწურულს, პრობლემები გვქონდა.
ბუსკეტსს ვკითხე, თუ როგორ იყო და მან მიპასუხა, რომ თავს კარგად გრძნობდა… დამატებითი გამოკვლევების შედეგებს უნდა დაველოდოთ.
ლა ლიგის მოგების შანსები ყოველთვის არსებობს, თუმცა ეს ახლა “ატლეტიკოსა”  და “რეალის” მომავალ მატჩებზეცაა დამოკიდებული.
“ატლეტიკო” ძალიან კარგი კლუბია. დღეს მადრიდელებს ბევრი პრობლემა შევუქმენით, თუმცა მეტოქე საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მატჩი უნდა მოგვეგო.
ახლა ზუსტად იქ ვიმყოფებით, სადაც 3 თვის წინ გვსურდა, რომ ვყოფილიყავით.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • nika 54
    schedule 09 მაი 2021, 09:33

    რითი უნდა მოგვეგო, შეტევაში გამქცევი რომ ერთი ეტრანახევრიანი 34 წლის მესი გვყავს? ლეოს გარდა ვერავინ შეტევას ვერ იწყებს, ნუ არც დამთავრებით გამოირჩევიან, საქმე იქამდე მიივიდა რომ ზოგიერთი ლეოს ამტყუნებს იმაში, რომ თავის დაწყებულ შეტევას თვითონ რატომ არ ასრულებს-ო, ანუ ამ კაცმა თავის თავს უნდა უკეთოს პასები? მეორე ესეთს ვინმე მოიგონებს? თუ მოიგონებს და ალბათ იტყვის კიო ასეთი მესია-ო

  • becool
    schedule 09 მაი 2021, 02:10

    ცუდი შედეგი იქნებოდა ბარსასთვის ნებისიერ დროს მესამე ადგილზე ყოფნა.

  • me da barca
    schedule 08 მაი 2021, 23:29

    მე ამ სეზონისგან არც არაფერს ველოდი და არც მივსტირი, მაგრამ მომავალი სეზონი მენანება, რადგან თუ ეს კაცი დატოვეს მომავალ სეზონში კოპასაც ვერ მოვიგებთ.

  • Ramaz
    schedule 08 მაი 2021, 23:00

    ტიპი ვერ აცნობიერებს სად არის და ამათგან მეტი რას უნდა ელოდო

  • Albicelecte
    schedule 08 მაი 2021, 22:56

    ნეგელსმანი გეძახის შროიდერ, ასისტენტად წამოდიო და იღბალი გქონია, სამუშაო იშოვე!!!! barca-6