workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ტოპ 10 გოლი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ (ფეოლას ვერსიით)

“ბარსას” ტოპ 10 გოლი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ (ფეოლას ვერსიით)

არათუ საუკეთესო სამი ადგილოსანის, არამედ საუკეთესო ათეულის შედგენაც ძალიან რთული გამოდგა, რადგან ათეულს მიღმა ბევრი ძალიან კარგი გოლი დარჩა. მაგალითად, ლიონელ მესის არაერთი გოლი, სამუელ ეტო’ოს ძალიან კარგი გოლი, რონალდინიოს ერთ-ერთი პირველი გოლი “ბარსას” შემადგენლობაში, ძამბროტას კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი და ა.შ, თუმცა, ეს ათეული მაინც ხელშეუხებელი მგონია. 

ნუმერაციაზე დავა ნამდვილად შეიძლება. დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომელი გოლია უკეთესი, ჩემი გადმოსახედიდან კი ასეთი ტოპ 10 გამოვიდა. 

აქვე შეგვიძლია საუკეთესო 10 მატჩიც გავიხსენოთ, რომელზეც უკვე გვისაუბრია და ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ “კამპ ნოუზე” დაბრუნებული ლეგენდები, რომლებიც “ბარსას” წინააღმდეგ წარსდგნენ: რონალდინიო, ვილა, ეტო’ო, ალვესი, ნეიმარს არ მიეცა ამის საშუალება, მაგრამ MSN-იდან სუარესი დიდი ალბათობით დაბრუნდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • ფეოლა
    schedule 08 მაი 2021, 03:18

    Lasho,
    თავიდან წაიკითხე რა წერია.
    რაც ვიდეოშია ეგ ბოლოა, რაც არ შევიყვანე ჩამოთვლილია.

  • Albicelecte
    schedule 08 მაი 2021, 00:26

    არ მიხსნის ვიდეოს barca-6
    ისე, ხვალ ჯეკა იქნება მოედანზე და ყველაზე მეტად იცი რა ტეხავს?! ჯეკას რომ ატლეტიკოს მაისურში დავინახავ და ამ დროს ბარსა 9-იანი ბრაითვაიტს აცვლია barca-6

  • Lasho
    schedule 08 მაი 2021, 00:08

    ადრიანოს გოლოც ძაან ლამაზი იყო.. და რონალდინიოს ერთერთი პირველი კიარა ბოლო გოლი იყო ბარსას მაისურით

  • ფეოლა
    schedule 07 მაი 2021, 22:06

    ჯერემი რენერი,
    smile smile

  • ჯერემი რენერი
    schedule 07 მაი 2021, 20:42

    ციტატა: nika 54
    დამიჯერეთ, ლეოს უკეთესებიც გაუტანია. და ეს ფეოლას არჩეული იყო თუ იუთუბიდან აღებული პირდაპირ. ტოპ-10 .


    ამან რამე კრიტიკული რო არ დაწეროს/მოიგონოს/ თითები თავისით დაწერს..

  • ფეოლა
    schedule 07 მაი 2021, 18:18

    nika 54,
    ეს ფეოლამ შეთითხნა თავის ხელით, მესის ატლეტიკოსთან უკეთესი არ გაუტანია, უფრო მნიშვნელოვანი კი, მაგრამ უკეთესი – არა.

  • nika 54
    schedule 07 მაი 2021, 18:07

    დამიჯერეთ, ლეოს უკეთესებიც გაუტანია. და ეს ფეოლას არჩეული იყო თუ იუთუბიდან აღებული პირდაპირ. ტოპ-10 .