FiveThirtyEight-ს სუპერკომპიუტერმა ლა ლიგის პროგნოზები განაახლა და გასაკვირი არაა, რომ “ბარსელონა” გამოკვეთილ ფავორიტად აქცია. ამის მიზეზი ისაა, რომ, გასულ უქმეებზე პრიმერა დივიზიონის საუკეთესო სამეულიდან მხოლოდ “ბლაუგრანამ” მოიგო.
ეს სუპერკომპიუტერი “ბარსელონას” ფავორიტად მაშინაც მიიჩნევდა, როდესაც კატალონიური კლუბი ლიდერ “ატლეტიკოს” დიდი სხვაობით ჩამორჩებოდა. როგორც ჩანს, FiveThirtyEight-ს ალგორითმი არ ცდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ 29 აპრილს “ბარსელონა” “გრანადას” “კამპ ნოუზე” დაამარცხებს, ერთპიროვნულად გალიდერდება და დარჩენილი 5 მატჩიდან ერთის ფრედ დასრულების უფლებას შეინარჩუნებს.
სუპერკომპიუტერის გამოთვლებით “ბარსელონას” გაჩემპიონების შანსი 73% არის. შემდეგ მოდის “ატლეტიკო” 16%-ით, რომელსაც “რეალი” (9%) და “სევილია” (1%) მოსდევენ. იმის შანსი, რომ “ბარსა” მე-2 ადგილზე გავიდეს 17% უდრის, მესამეზე – 8%, მეოთხეზე – 1%.
სუპერკომპიუტერის ვარაუდით “ბარსელონა” 85 ქულას დააგროვებს. ეს ნიშნავს, რომ დარჩენილი 6 თამაშიდან ოთხს მოიგებს და ორს ფრედ დაასრულებს. “ატლეტიკოს” პროგნოზი 82 ქულაა, “რეალის” 81, ხოლო “სევილიასი” 78.
მწერალო ნუ მიწყენ მაგრამ, ტექსტი: "ბარსელონას" გაჩემპიონების შანსი 73% არის" მთლად ქართულად არ ჟღერს და ძალიან ჰგავს ტრანლეიტერით ნათარგმანს. ქართული ენა ბევრად მარტივია, ნუ გავართულებთ ზედმეტი სიტყვებით. ანუ ტექსტი უფრო სწორი იქნებოდა ასე:
"ბარსელონას" გაჩემპიონების შანსი 73% -ია"
მეც ეგ შევნიშნე ძალიან ცუდად ხვდება ყურს, ტრანლეიტერის დამსახურება მგონია.
ამის გამართლების შანსი 73% არის
ქართველი წერს ამ სტატიის სათაურს?
ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩვენ ხუთშაბათს ვთამაშობთ მაგ გამოტოვებულ თამაშს თუ მოვიგებთ რეალს ვასწრებთ 3 ქულით და ატლეტიკოს 2 ქულით მერე ატლეტიკოსთან ფრეც გვაწყობს
ეს წინასწარი კვლევები და ლაპარაკი არმევასება.. რეალსაც და ჩვენც თანაბარი ქულები გვაქვს ამას + ატლეტიკო ჯერ კიდევ 2 ქულით გვისწრებს და ეს სევილიაც ჩუმი მილიასავეთ მიიპარება პირველობისკენ მხოლოდ 3 ქულა აშორებს გალიდერებას ასერომ ბარსამ ყველა თამასი უნდა მოიგოს და სხვა დანარჩენმა სამმა გუნდმა ქულები უნდა დაკარგონ სხვა შემთხვევაში ვერ ვხდებით ჩემპიონები😶
შეცდომაა სათაური. 73 % არის კი არა უნდა ეწეროს არის 73 %
ატლეტიკოს გარდა ვალენსიათანაც და ლევანტესთანაც გვაქვს რევანში ასაღები ტრაკში ეკალივით რომ გვესობიან ყოველ წელს. ახლაც თუ ვერ მოვიგეთ და რავიცი, უპრინციპოები და უთავმოყვარეოები ყოფილან.
ძაან საინტერესოა რამდენად გაამართლებს ეს პროგნოზი
ფავორიტებში ჩავაგდე. საინტერესოა რამდენად გაამართლებს.
ამ სეზონში დუბლი იქნება ყველა ტიტულის მოგების ტოლფასი.ხო რამხელა ფორა ჰქონდა ატლეტიკოს და ახლა პოტენციური ლიდერები ვართ. მესიმ ზაფხულში კოპა ამერიკაც თუ მოიგო გაიწევს ოქროს ბურთზე