“სევილიასა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრის დროს, კამერებმა ერთი საინტერესო ეპიზოდი დააფიქსირეს, როდესაც ანდალუსიელთა სპორტული დირექტორი, მონჩი, ტრიბუნიდან მსაჯის მიმართ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდა.
მატჩის 38-ე წუთზე, ერნანდეს ერნანდესმა დიეგო კარლოსს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, რასაც მონჩის გაბრაზება მოჰყვა.
მონჩის მხედველობაში რონალდ კუმანი ჰყავდა, რომელიც პრესკონფერენციებზე ესპანელ არბიტრებსა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებს.
As წერს, რომ ნიდერლანდელმა მონჩის რეპლიკას ირონიული ჟესტით, მაღლა აღმართული ცერა თითით, უპასუხა.
რამდენიმე წუთში, იგი ლიონელ მესისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებასა და მის მოედნიდან გაძევებას ითხოვდა.
შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0, დასრულდა.
ისე ეს თავის საქმეში ძაან მაგარია.რაც თავი მახსოვს ამის ხელში სევილიას ყოველთვის მაგარი შემადგენლობა ყავდა.ევროპალიგას ხო თითქმის სულ იგებენ და ჩემპიონთა ლიგაზეც სტაბილურად გადიან ჯგუფიდან.კარგი სპორტული დირექტორია მონჩი.კაპიკებში აწყობს გუნდს
აუ როგორ მინდა ოთხშაბათსს პასუხი გავცეთ ასეთი საუბრობ გამო 😡
Always cule,
100%
საცოდავი ვიღაცაა და მეტი არაფერი. მოიცა, მოვიდეს ოთხშაბათი და ვნახოთ ვინ იტირებს და ვინ გაიცინებს, ვინ გონიათ თავი საერთოდ.
ის პირბადე არ ექნეს დასაღეჭი ამ ვაჟბატონს.
2:0 ადრეც წაგვიგია ამათთან, მაგრამ ორმაგად ამოგვიქაჩია.
მილანთან წაგებული 2:0 მახსენდება ლიგაზე, მაგრამ განმეორებითში რაც დავმართეთ ესეც გვახსოვს (4:0).
მესმის დღეს ის ბარსა არაა, მაგრამ მონდომების ხარჯზე თავისუფლად შეიძლება სევილია ვახოხიალოთ. კუმანზეც ბევრი რამეა დამოკიდებული.
მტირალაობა თავად უფრო შეეტყო მესის გაძევება ისე სურდა ლამის ქვითინი ატეხა..
ოთხშაბათს აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ვანახოთ ვინ არის მტირალა
ხოდა კი იგემეს მარცხი და ოთხშაბათსაც კიდევ ერთხელ მიიღებენ საკადრის პასუხს
არ მიყვარს ფეხბურთში ასეთი რაღაცეები, დაძაბულობა და მეტოქეობა კიდევ სხვა რამეა და უხდება კიდეც თამაშის მიმდინერეობას, თუმცა მტირალა რატომ უნდა დაუძახო ამხელა კაცმა ამხელა კაცს 😁
დაიცა მოვიდეს ოთხშაბათი ვინ იტირებს და ვინ არა მაგასაც დაინახავთ
მერე ცივი წყალი არ მოდიოდა რომ მიეწოდებინათ მონჩისთვის? თანაც ამხელა სპორტული დირექტორის გაბრაზება სახუმარო საქმე ხო არ არის.
სამი მარტისთვის მოიმარაგოს ბევრი წყალი გაბრაზება არაერთხელ მოუწევს როცა მის გუნდს არაერთი გოლი გაუვა კარში.
მართალი თქვა ერთმა ჭკვიანმა სპორტულმა კომენტატორმა, როცა ამის და ლოპეტეგის გამოხტომებზე აღნიშნა, ამათ რა ეგონათ ასე ზედიზედ შეძლებენ ბარსას დამარცხებასო.