მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კუმანის მასტერკლასი და პედრის ტრავმა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კუმანის მასტერკლასი და პედრის ტრავმა

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კუმანმა თქვა, მესი ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს, დახმარება სჭირდებაო, საგულისხმო სიტყვა იყო, პირდაპირ დემბელესა და გრიზმანის ეზოში ისროლა კენჭები, კენჭი კი არადა, მოზრდილი ლოდი გადააგდო, ამ სიმძიმისგან სისხლიც წასკდა ცხვირიდან და საუბარი შეწყვიტა. შეუძლებელია ამ სურათს უემოციოდ შევხედოთ, გულის პრობლემების მიუხედავად, კუმანი თავდაუზოგავად მუშაობს და წარმატებისთვის ცდას არ აკლებს, არ აქვს მნიშვნელობა ვის მოგვწონს და ვის არა, კლუბის ლეგენდაა და სულ სხვა დამოკიდებულებას ავლენს საქმის მიმართ. 

კუმანის მასტერკლასი - ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი

პრობლემები გვაქვს დაცვაში და შეტევაში, ყველაზე სტაბილურად კუმანის "ბარსელონაში" ნახევარდაცვის ტრიო გამოიყურება, ამიტომ ყველაზე იშვიათად იცვლება, აი დაცვაში და თავდასხმაში ცვლილებები ხშირია, მაგრამ როგორც წესი, ფეხბურთელები იცვლებოდნენ და არა ტაქტიკა, ამჯერად ტაქტიკა შეიცვალა. ბევრმა ამ სიახლის დანახვისას უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა სამწვრთნელო გუნდმა "სევილიასთან" წაგებული მატჩი კარგად გააანალიზა და სწორი დასკვნებიც გამოიტანა. 

ვითამაშეთ სამ მცველიანი ტაქტიკით, რომელიც თავდაცვის დროს ხუთ მცველზე ეწყობოდა, შეტევაში აქტიური თამაში დაევალათ დესტს და ალბას, ორივეს ჰქონდა გატანის შანსი, დესტმა ძელს მოარტყა, ალბა კი ერთ მომენტში ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა, გრიზმანის სტილში სცადა გატანა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა. გარდა იმისა, რომ შეტევაში ხშირად და კარგად ერთვებოდნენ, არც დაცვაში გასჭირვებიათ თამაში. 

ასეთი ტაქტიკა მხოლოდ იმით არ ყოფილა გამოწვეული, რომ დაცვის ცენტრი როგორმე გაგვემაგრებინა, თავიდან ასეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ხარიხის გაზრდა რაოდენობით სცადეს, მაგრამ თამაშის დაწყებისთანავე გამოჩნდა, რომ ეს ერთიანი მონახაზის ნაწილი იყო, რომელმაც აბსოლუტურად გაამართლა. 

გუნდური თამაში 

ბოლოს როდის იყო, ამდენ ფეხბურთელს, რომ კარგი შეხვედრა ჩაეტარებინოს?! აღარც კი მახსოვს, უმეტესად მესი, დე იონგი და პედრი გამოირჩევიან ხოლმე, ამ შეხვედრაში კი ბევრი ფეხბურთელის გამორჩევა შეგვიძლია, ყველაზე კარგი ის არის, რომ მათი გამორჩევა შეგვიძლია ყველა სათამაშო ზონიდან, უსმან დემბელემაც კი კარგი შეხვედრა ჩაატარა და მოდი ამის მიზეზებზეც ვისაუბროთ. 

კუმანი როგორც იქნა მიხვდა, როგორ უნდა გამოიყენოს უსმან დემბელე, ყოველ შემთხვევაში, მისი შერჩეული ტაქტიკა, ამგვარი თამაშის საშუალებას იძლეოდა, უბრალოდ დააყენა უკანასკნელ მცველთან, 4-5 ჯერ გაიქცა, როცა უკანასკნელ მცველთან ხაზზე თამაშობს უპირატესობაც მისია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მესი ჰყავს პასის მიმცემად, რაც მთავარია, ბევრი ფიქრი არ უწევს, პოზიციური შეტევის დროს ისეთი ამოცანები დგება მის წინაშე, რომ მაგრად იბნევა, ამჯერად საფიქრელი უბრალოდ არაფერი იყო, დადექი უკანასკნელ მცველთან და დაელოდე პასს ცარიელ სივრცეში, ყველა ჯერზე მომენტი შექმნა, შორეულ კუთხეში აუჭრა, სახიფათოდ ჩააწოდა, მესის გაუგორა დასარტყმელად, გოლი გაიტანა! არ აქვს მნიშვნელობა სად ურტყამდა და საბოლოოდ რა გამოვიდა, მთავარია, რომ გაიტანა! პირველი ტაიმის შესვენების დროს ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა, როგორიც "ბარსაში" ტრანსფერის შემდეგ აღარ ჰქონია, აი შეცვლის დროს იბღვირებოდა, "თამაში დავიმსახურეო" - სახეზე ეწერა. 

პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დემბელე ერთიანი გუნდის ნაწილი იყო. 

საუკეთესო კი მესი იყო, საყვარელი გუნდი არ დაინდო, საგოლე პასს გოლიც მიაყოლა, კარგი თამაში ჰქონდა, მადაზეა მოსული, გინდ დაბერდეს და გინდ დაჩაჩანაკდეს, უდიდესი ძალაა გუნდისთვის, არაცერთ ფეხბურთელს თამაშზე ამხელა გავლენა არ აქვს და ალბათ არც არასდროს ჰქონია. 

ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა ილაიშ მორიბას! ამ მატჩით რიკი პუჩთან კონკურენციაში ჩაება. 

დანაკლისი

სანერვიულოც ბევრი გვქონდა, თუმცა არა თამაშის მიმდინარეობის გამო, ჯერ პიკემ ითხოვა შეცვლა, სულ ახალი დაბრუნებულია და ცუდი სახით დატოვა მოედანი, მერე პედრიმ აიქნია ხელი - გამიყვანეთო, ბოლოს კი პიკეს ნაცვლად შემოსული არაუხოც დავკარგეთ, დასაბრუნებლად მზად იყო, მაგრამ კუმანმა არ დაანება, არ გარისკა და სწორიც იყო, ახლა რისკი როგორ შეიძლება?! 

აღმოჩნდა, რომ მცველები მწყობრში არიან, აი პედრი 2-3 კვირით გამოგვაკლდა და "ბარსას" ექიმების მუშაობას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ერთი თვე ვერ დაგვეხმაროს. 

ასეთ დროს, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ კოუტინიოს მოესწრო დაბრუნება, მაგრამ ყველა დაშავებულის მკურნალობა გაიწელა, დროზე ადრე დაბრუნების იმედი გვქონდა და ყველამ გადააცილა დათქმულ ვადას, ჯერ ვერც ბრაზილიელი ბრუნდება და ვერც ფატი, არადა დასკვნით ფაზაში შევდივართ, ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება მათი დახმარება. 

შანსი მიეცემა პიანიჩს, პუჩს და მორიბას. 

შემდეგი მატჩი 

გადამწყვეტი თამაში გვაქვს კოპაზე, ისევ "სევილიასთან", ამჯერად სახლში. ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ სურპრიზის შეთავაზება უკვე რთული იქნება, აღარც ხუთმცველიანი ტაქტიკა გააკვირვებს კუმანის ვიზავის. 

მთავარი სირთულე პედრის შეცვლა იქნება, მიუხედავად ასაკისა, მესისთან ერთად გუნდის ტვინად ჩამოყალიბდა, ამიტომ, მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, არა მხოლოდ "სევილიასთან", არამედ ყველა დარჩენილ შეხვედრაში. 

მატჩამდე ერთი კვირაა. 

დასვენებას მოვასწრებთ და ვნახოთ, რა გამოვა. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 28 თებერვალი 2021 16:24
    0
    შეფასება, როგოგორც ყოველთვის კარგი იყო 👏🏻❤️
    რაც შეეხება 5 მცველს, შეიძლება ამ ტაქტიკის გამოყენება რთულ თამაშებში ნამდვილად. განსაკუთრებით კი დესტი&მინგესას ამბავი მომეწონა, კარგად ავსებენ ერთმანეთს. თან დემბელეც ამდენი თვის მანძილზე მისი სისწრაფიტ პირველად გამოადგა გუნდს, როგორც მოთამაშე რომელიც ტაქტიკის ნაწილია
    გულშემატკივარი [?]
    #7 28 თებერვალი 2021 12:39
    1
    პედრის ანუ სერიოზულია?:(
    წევრი [?]
    #6 28 თებერვალი 2021 10:48
    3
    მთავარია გამარჯვების გვჯეროდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 თებერვალი 2021 09:41
    3
    ყველა ამას გავიძახოდით, არ გადაწვა ბავშვი, დაასვენე ზოგჯერ, მაგრამ არა გამოწურა ბოლომდე და მივიღეთ შედეგიც. 1 თვით დაასვენა, მერე ფორმაში უნდა შევიდეს და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს არავინ იცის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 თებერვალი 2021 09:36
    4
    პედრის ტრამვა პუჩიმ უნდა გამოიყენოს ეხლა აქვს შანსი დაუმტკიცონს კიმანს ბევრი რამე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 თებერვალი 2021 09:31
    2
    ზუსტი ანალიზია, მაგრამ დალშე რა ვქნათ, პედრი დიდი დანაკლისია ძლივს აეწყო გუნდში ასე თუ ისე ურთიერთგაგება და ისევ უკან ვბრუნდებით. და კიდევ არვიცი ვინ რას იტყვის, მაგრამ პიკე ჯერ კიდევ შეუცვლელია, არაუხოს მეტი ღირსეული არავინ ჩანს და აჰა მგონი ეგეც დაადგა დემბელე კოუტინიოს გზას ჰოსპიტალისკენ.
    [?]
    #2 28 თებერვალი 2021 04:06
    14
    ეხ როგორ ვიხვეწებოდი პსჟ სთან 5 მცველი თქო. არ ვამბობ რო მბაპეს გავაჩერებდით, ან მოვიგებდით. უბრალოდ დემბელეს და გრიზმანს აღარ მოუწევდათ მცველობა და იქნებ მეტი გაგვეტანა. დესტს და მინგესას კიდე ერთად უფრო გაეჩერებინათ მბაპე და ნაკლებიც გაგვეშვა. ცალკ ცალკე მინგესაც სუსტია შეტევაში დესტი კიდე დაცვაში. ორივე როცა მოედანზეა ბალანსდება ეგ ფაქტი. სულ 5 მცველით ვერ ვითამაშებთ, მარტო რთულ თამაშებში. მოკლედ ფაქტია მუშაობს კუმანი, ცდილობს, ფიქრობს და ხან გამოსდის ხან არა. გასაგებია ზოგს გეზიზღებათ, მეც მაღიზიანებს ხან ეს პედრის დატვირთვა და სხვების ჩაგვრა მარა რას ვიზამთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 თებერვალი 2021 03:42
    5
    ყოჩაღ ავტორ, კარგი ხარ