“ბარსას” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შანსი 5% აქვს | FTE

“ბარსას” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შანსი 5% აქვს | FTE

ცნობილი ანალიტიკური პორტალის, FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერის პროგნოზის მიხედვით, “ბარსელონას” მიერ სტუმრად “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შანსი 5% არის.

“ბარსამ” პსჟ-სთან პირველ მატჩში 1-4 წააგო და რა გასაკვირია, რომ განმეორებით შეხვედრაში კატალონიელების ტრიუმფის თითქმის აღარავის სჯერა.

“ბლაუგრანას” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 3-ბურთიანი სხვაობით მოგება, ხოლო მინიმუმ 4 გოლის გატანა მართებს. მაგალითად, “ბარსასთვის” მისაღები ანგარიშია 4-0, 5-2 და ა.შ.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “ბარსელონას” მოგება 42%-ით ფასდება, პსჟ-ის მოგება – 36%-ით, ფრე კი 23%-ით.

ანალიტიკური პორტალი, ასევე, “ბლაუგრანას” 1/2-ფინალში მოხვედრის შანსებს 3%-ით აფასებს, ფინალში – 2%-ით, ტიტულის მოგების შანსები კი 1%-ზე ნაკლებია.

ცნობისთვის, 2016/17 წლების სეზონში, როდესაც “ბარსამ” ისტორიული მატჩი ჩაატარა და პსჟ-ს 6-1 მოუგო, FiveThirthyEight-მა კატალონიელთა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები, პარიზელებთან 0-4 წაგების შემდეგ, მხოლოდ 7%-ით შეაფასა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • nikusha
    schedule 01 მარ 2021, 22:07

    ციტატა: frenkie dejong21
    რა იღბალა გუნდია ეს ატლეტიკო


    მადრიდული გუნდები როგორც რეალი ისევე ატლეტიკო ორივე იღბალაა

    ციტატა: Lionel Messi – 10

    ციტატა: nikusha

    ციტატა: ჩავი
    nikusha,
    რა დაავადება არის ნეტა ?


    გულის პრობელემები აქვს რაც ათხელებს სისხლძარღვებს

    ციტატა: Lionel Messi – 10
    ფუ რა საზიზღარი კლუბია ატლეტიკო. ეხლა მაგათ მატჩს ვუტურებ და ნახევარი საათი ისე გავიდა არაფერი საერთოდ არაფერი შწუქმნიათ უკან დგას 11 კაცი უცებ 1 მომენტი ჩაწოდება და გოლი. მარა მთავარი ეგ კიარაა უბრალოდ არმესმის ამ გუნდის თამაშებს როგორ უნდა უყურებდე და სიამოვნებას იღებდე ?? მადრიდში რომ ცხოვრობ და ატლეტიკოს გულშემატკივრობ ეგ ჩემთვის როგორც ბარსას ფანისთვისაც კი ამოუხსნელია. კიდე ერთი დასტური იმისა რო მადრიდელები გამოსირ#ბულები არიან. (ყველას არ ეხება რათქმაუნდა)


    შენც ახალი ველოსიპედს იგონებ რა რომელიც უკვე გამოგონებულია


    გასაგებია რო წლებია ასე ხდება მარა ყველაფერს ხოაქვს საზღვარი. უბეალოდ გამიჩნდა კითხვა რატო უნდა გულშემატკივრობდე ამათ ფეხბურთს ხო იმიტო ვუყურებთ რო სიამოვნებას ვიღებთ ამ სპორტიდან. ატლეტიკოს გულშემატკივარი სვარშიკების გარდა ვერ წარმომიდგენია ვინმე იყოს.


    ეგ მეც არ მესმის ატლეს როგორ უნდა უბალეიშიკო

  • me da barca
    schedule 01 მარ 2021, 18:54

    მე პირადად 1/4 ფინალში გასვლის შანსი მაქვს 0,5%.
    მოგების შანსი უფრო მეტია, რადგან შეიძლება თავი არ გადაიდონ 1:4 შემდეგ და მინიმალური ანგარიშით მოვიგოთ, თუმცა ესეც მეეჭვება. მთავარია არ გავბანძდეთ და ბავარია 2 არ დაგვემართოს.

  • nika 54
    schedule 01 მარ 2021, 11:45

    ის რომ გავარდნილები ვართ ცხადია, მაგრამ ეხლა იმაშია საქმე სულ რო არ გავპაზორდეთ, ჩემი აზრით ფრე სავსებით საკმარისი იქნება არშერცხვენისთვის, ნუ ერთი ბურთითაც რო მოვუგოთ ძალიან კარგი.