workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Dreamteam-ის დაბრუნება

Dreamteam-ის დაბრუნება

გეგმა

მოგესალმებით მეგობრებო.. ბარსას გულშემატკივარი ვარ 1999 წლიდან.. მას შემდეგ არცერთი შიდა ჩემპიონატის და არც ევრუტურნირის (სამწუხაროდ სამეფო თასის მატჩების ტრანსლირება ძაან იშვიათად ხდებოდა) არცერთი თამაში არ გამომიტოვებია(მინიმუმ მიმოხილვა მაინც მინახავს).. მოვსწრებივარ როგორც კარლეს რექსაჩის (რათქმაუნდა მწვრთნელობის დროს) ჩემთვის ყველაზე რთულ პერიოდს, ასევე ხოსეპ გვარდიოლას ასევე ჩემი აზრით ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო კლუბის პერიოდს.. 

ეხლა შემოგთავაზებთ ჩემი ხედვის მომავლის გუნდს და თქვენ შეაფასეთ.. 

დავიწყებ იმით რომ იმ 20 წლიან პერიოდში რაც მე ბარსას ფანი ვარ არ მინახავს ხანა როცა ამ გუნდს მისი ფილოსოფიისთვის ეღალატოს.. მიუხედავად იმისა რომ მწვრთნელები მიდიოდნენ და მოდიოდნენ.. გარდა იმისა რომ ჟუან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს გუნდი ყველაზე წარმატებული იყო და ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ასევე კლუბმაც ამ დროს მოიგო ყველაზე მეტი ტიტულები.. მართალია არანაკლები ტიტულები მოიგო სანდრო როსელის ბარსამაც მაგრამ მე თვლი რომ როსელი არანაკლებ კორუმპირებული ტიპი იყო ვიდრე ბართომეუ.. ამიტომ მე მხარს დავუჭერდი გუნდში ლაპორტას პრეზიდენტად დაბრუნებას.. თან დაბრუნებები ესპანეთში ლოგიკურადაც ამართლებს.. გავიხსენოთ თუნდაც პერესი რომელიც მართალია ჩვენი მტრის ბანაკშია მაგრამ უდავოდ ხაზგასასმელია ის ფაქტი რომ ძველი გალაქტიკოს დიდება დაუბრუნა მადრიდის რეალს.. მართალია მთლად ისეთი გუნდი ვერ გახადა მაგრამ იგივე ,,BBC” ის სამეული და ზედიზედ სამი მოგებული ლიგა ძაან ბევრს ნიშნავს.. (ისე მე მართალი გითხრათ MSN მაგ დროსაც ათასჯერ მერჩია😊).. მოკლედ მე მომხრე ვარ ლაპორტასი და მისი ფილოსოფიის.. 

რაც შეეხება მწვრთნელს.. მე არ მჯერა კუმანის და მისი წარმატებების.. მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და ბარსასთვის ძაან პატივსაცემი როგორც მწვრთნელი ჩემთვის ძალიან დაბლა დგას.. მე არ მომწონდა მისი აიაქსი, ბენფიკა, ვალენსია, ალკმაარი,საუთჰეპტონი,ევერტონი.. უბრალოდ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჰოლანდიის ნაკრები რაც ძალიან ხანმოკლე პერიოდი იყო მის შესაფასებლად.. 

პირადად ჩემთვის არასოდეს ყოლია ბარსას გვარდიოლას მსგავსი მენეჯერი.. ტიპმა ახალი ეპოქა შექმნა ფეხბურთში.. ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ კრუიფის ოცნებას ფრთები შეასხა.. ტიკი ტაკა პირადად ჩემთვის არასოდეს ყოფილა მოსაბეზრებელი.. ასევე ავღნიშნავდი იმას რომ მწვრთნელმა იმხელა გავლენა მოახდინა გუნდზე რომ პარალელურ რეჟიმში იმავე ქვეყნის ნაკრები იგივე სქემებზე გადადიოდა და მართლა მსოფლიოს აზანზარებდა.. ალბათ გახსოვთ იმ დროინდელი ესპანეთი გუნდი რომელმაც ყველაფერი მოიგო, ამას მოყვა გვარდიოლას გადასვლა ბაიერნში და გერმანიის ნაკრების აღზევება.. მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა რად ღირს.. ამას მოყვა მან სიტი და ინგლისის ნაკრების აღზევება.. გუნდს რომელსაც წარმატება არ ქონია ბექემის, ლემპარდის, ჯერარდის ოიენის და ა.შ. თაობის დროს დღესდღეობით მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო ნაკრებია.. მოკლედ შორს რომ არ წავიდე მე მომხრე ვარ გვარდიოლას დაბრუნების.. მხოლოდ მას შეუძლია იმ დიდების დაბრუნება.. და მისი წასვლის შემდეგ მომავალი სამი ოთხი სეზონი მე ვთვლი რომ გუნდმა ინერციით იგორა და ასე მოიგო ტიტულები.. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ვილანოვასა და ლუჩო ენრიკეს მიმართ.. ერთ ერთი ძალიან დიდი პლიუსი გვარდიოლასი იყო სათამაშო დროის სწორად გადანაწილება.. არასაჭირო დროს ყოველთვის ისვენებდა გუნდის ძირითადი ბირთვი.. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ბარსა ბეს.. ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს ათამაშებდა ძალიან მნიშვნელოვან თამაშებსაც..მოკლედ რა.. ადრე თუ გვიან ეს კაცი უნდა დაბრუნდეს და მე ვფირობ ლაპორტა ყველაზე მოკლე გზაა გვარდიოლას დასაბრუნებლად.. 

ეხლა ძაანაც რომ არ გავერთო ამ ძველი ოქროს ხანის გაგრძელებით დღევანდელ მდგომარეობაზე დავწერ.. ძალიან დიდი შეცდომა იყო გუნდიდან ტიაგო ალკანტარას, დანი ალვეშის, ნეიმარის გაშვება.. მსგავსი შეცდომები ამ დონის გუნდს არ შეეფერება..როგორ შეიძლებოდა გუნდიდან იმ ალკანტარას გაშვება რომელიც ხავისა და ინიესტას გვერდით თამაშობდა.. გუნდში სადაც ამ ორი ფეხბურთელის წასვლის მერე მთელი ეპოქა დასრულდა აუცილებელი იყო იმ ფილოსოფიის შენარჩუნება.. უდიდესი შეცდომა იყო გუნდში არტურო ვიდალის, დემბელეს, კოუტინიოს და გრიზმანის მოყვანა.. არცერთი მათგანი არასოდეს ყოფილა ბარსას ფილოსოფიის მიმდევარი.. პირიქით თითოეული მათგანი ძაან განსხვავებული ტიპები არიან და ვერასოდეს გალიდერდებიან ამ ბარსაში.. მე არც დე იონგი მიმაჩნია ბარსასთვის იდიალურ შენაძენად.. ვფიქრობ რომ შეცდომაა ივან რაკიტიჩის გაშვებაც.. მე არ ვთვლი რომ ბარსას გამოადგება ანსუ ფატიც.. ვფიქრობ რომ გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებს რიკი პუჩი და ის აუცილებლად გახდება მომავალი ხავი.. ვთვლი რომ გუნდს ძალიან გამოადგება პიანიჩის გამოცდილება.. ასე მარტივად გასაშვები არაა ჟორდი ალბა და რათქმაუნდა სუარესი.. ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე მესისთან მათზე მეტად გუნდში შეთამაშებული არავინაა.. გუნდს არ წაადგება არც ლაუტარო მარტინესის დეპაის და მითუმეტეს ვიენალდუმის ტრანსფერები..აშკარად გასაშვებია გრიზმანი, დემბელე, არტურო ვიდალი.. ძალიან შესანარჩუნებელია ტერ შტეგენი.. მსგავსი მეკარე ბარსას არასოდეს ყოლია.. მიუხედავად ბაიერნთან დაშვებული შეცდომებისა.. მოკლედ ჩემი მომავლის ბარსელონა ასეთი იქნებოდა: ტერშტეგენი; მარცხნიდან მარჯვნივ ალბა; ლანგლე; პიკე; სერხი რობერტო; ნახ-დაცვა ბუსკეტსი, დე იონგი(რიკი პუჩი) ალკანტარა (პიანიჩი) და წინ მესი შეუზღუდავი მოქმედებით და უფრო მეტად მარჯვნიდან; სუფთა ფორვარდი სუარესი და მარცხენა ფლანგიდან დღევანდელი მდგომარეობით კოუტინიოს დავაყენებდი და ვიფიქრებდი სტერლინგის მოყვანაზე.. მწვრთნელი გვარდიოლა და პრეზიდენტი ლაპორტა.. 

იმედია თავი არ მოგაბეზრეთ და არ დაგღალეთ ჩემი ამ გეგმით..კიდე ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ მერე იყოს.. 

ასეთია ჩემი დრიმთიმი.. მიუხედავად ამისა მე მაინც ნებისმიერი ფორმაციის ბარსას გულშემატკივრად ვრჩები 🙂 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward