ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი და “ბარსელონას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, დონი ვან დე ბეეკი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან ახლოსაა.
ნიდერლანდური გამოცემა Telegraaf-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა და ფეხბურთელის წარმომადგენლებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, მოსაგვარებელი კი მხოლოდ კონტრაქტის დეტალები და სამედიცინო შემოწმება დარჩა.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში “მანკუნიანელებმა” ერიკ ტენ ჰაგის გუნდს ვან დე ბეეკის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს. თუმცა, COVID-19-ის გამოწვეული კრიზისის ფონზე, მოლაპარაკებები შეფერხდა.
როგორც ცნობილია, 23 წლის ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულება, ბონუსების გათვალისწინებით, დაახლოებით 45 მილიონ ევროს შეადგენს და, დიდი ალბათობით, გარიგება მალე დადასტურდება.
უკვე სეათანხმა და ამათ ვეინალდუმიო .. რავიცი რავიციი ..
რატო ბიჭო რატო რატო უნდა ვკარგავდეთ ასეთ ტალანტებს
კოუტინიო რჩება, ამის გამო არ იყიდეს, ძალიან კარგია, ორივე ერთად ვერ იზამდა, პლიუს პუჩია გუნდში
აუცილებლად საყიდელი ბიჭი იყო.შეტევით პოტენციალს გააძლიერებდა.მითუმეტეს დე იონგთან ერთდ ისევ კარგ დუეტს შექმნიდა,მაგრამ როგორც ჩანს ესენი ჯერ მესისთან დაკავშირებული ამბებით არიან დაკავებულნი და სრულიად დაავიწყდათ სატრანსფერო აქტიურობა ბაზარზე.
მართლა კარგი ნახევარმცველია დე ბეეკი არტურის წასვლის შემდეგ (მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან) ცენტრში კარგი ვარიანტი იყო არ უნდათ 🙁
აუ ახლა მგონი ვაინალდუმს შემოგვტენის ბართუშა ბარემ ორიჯი და მანოლასიც იყიდოს თან ამ სეზონში არც ერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია ტიპს
კუმანი რო გყავს და ამ ტრანსფერს გამაზავ მაინც :დდ
მერე უკვირს ხალხს მესი რატო მიდისო