workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დონი ვან დე ბეეკმა საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა

დონი ვან დე ბეეკმა საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს, დონი ვან დე ბეეკს იანვარში ინგლისური კლუბის დატოვება სურს.

Sport-ის ინფორმაციით, 26 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი “ბარსელონას” შესთავაზა. ვან დე ბეეკის კონტრაქტი “წითელ ეშმაკებთან” 2025 წლამდე მოქმედებს, Transfermarkt კი მის სატრანსფერო ღირებულებას 10 მილიონ ევროდ აფასებს.

“იუნაიტედმა” ვან დე ბეეკი “აიაქსში” ჩატარეული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, 39 მილიონ ევროდ გაიფორმა, თუმცა ნიდერლანდელის ბრიტანულმა კარიერამ, სათამაშო პრაქტიკის სიმცირის გამო, სერიოზული დაღმასვლა განიცადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Rick Sanchez
    schedule 08 დეკ 2023, 02:05
    #14

    ციტატა: nika 54
    უფასო იჯარით გამოსაცდელათ მოიყვანდა კაცი. ეგება ამოიქოქოს ნელ-ნელა.


    პენსიონრების და ნაგვის საწყობი ვართ?

  • nika 54
    schedule 06 დეკ 2023, 20:45
    #13

    უფასო იჯარით გამოსაცდელათ მოიყვანდა კაცი. ეგება ამოიქოქოს ნელ-ნელა.

  • M10 S9 D11
    schedule 05 დეკ 2023, 22:57
    #12

    როგორ მინდოდა ეს თავის დროზე ბარსაში ეხლაც მევასება მარა რავი იმის აჩრდილია დარჩენილი რაც იყო იჯარით თუ მოიყვანენ და რამე ეშველა კაი იქნება არადა ზედ აკვდება ამის სტილი ბარსას

  • Bakero
    schedule 05 დეკ 2023, 22:26
    #11

    ეხლა ვის რა ჯანდაბად უნდიხარ ! როცა საჭირო იყო მაშინ არ მოხვედით ის მეორე (დე ლიხტი) კიდევ შენზე მაგარი იდიოტი აღმოჩნდა იტალიაში წავიდა კიელინი/ბონუჩი " ამოაგდო " ძირითადიდან joy joy …..ჩაწოლილი საქონელი უტილში

  • me da barca
    schedule 05 დეკ 2023, 21:57
    #10

    ბოლო იმედად ბარსა, რომ ახსენდება ყველას.

  • MESSI 2017
    schedule 05 დეკ 2023, 20:25
    #9

    ციტატა: Iniesta_8
    ჩაწოლილი საქონელი არ გვინდა, ისედაც ბევრი გვაქვს. ტენ ჰააგმა რომ არ მისცა დრო ესეიგი ძლიან ცუდ ფორმაშია და არც გამოსწორების იმედი აქვს ვინმეს. ახლა ამის მოყვანა იქნება ყველაზე დიდი სისულელე.


    მარტო იჯარა და მანჩესტერმა უნდა უხადოს ხელფასი 6 თვით მარტო ეს ვარიანტი უნდა იყოს მანჩესტერს ფეხი უნდა ჩავაჭიროთ სანამ რთულ სიტუაციაში არიან არ შეიძლება ასე ყველასთვის თავის დახრა პერესი აქით გამოარევს გულს მანჩესტერს ეს რო წაიყვანოს

  • Iniesta_8
    schedule 05 დეკ 2023, 20:22
    #8

    ჩაწოლილი საქონელი არ გვინდა, ისედაც ბევრი გვაქვს. ტენ ჰააგმა რომ არ მისცა დრო ესეიგი ძლიან ცუდ ფორმაშია და არც გამოსწორების იმედი აქვს ვინმეს. ახლა ამის მოყვანა იქნება ყველაზე დიდი სისულელე.

  • MESSI 2017
    schedule 05 დეკ 2023, 20:14
    #7

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: MESSI 2017
    ფრენკი,დელიხტი,მაზრაუი, ზიეში ტიპები ბარსაში თამაშისთვის იყვნენ დაბადებული და ყველა რაიოლას ფულის სიყვარულს შეეწირა გაგვიმართლა რომ ფრენკის არ ყავდა ეგ აგენტად სიმონსსაც მაგრად გაუმართლა თორე შეიწირავდა რაიოლა მაგასაც ისე როგორც ვანდებეეკი და ზიეში შეიწირა


    მართალი ხარ, მარა ლუის ენრიკეს მერე ბარსელონას მისი ფეხბურთის მთამაშებელი მწვრთნელი არ ყოლია და მაზრაუი ზიეჩი რაღას გაგვიკეთებდნენ :)) სიმონსს მისმა სულსწრაფმა მშობლებმა გამოაცალეს კვარცხლბეკი ფეხიდან თორე ახლა თავისუფლად უნდა ყოფილიყო ჰალანდი მბაპეს ლეველზე


    რავი მე თუ მკითხავ ამ სეზონში ნამდვილად მაგ ლეველზეა
    ენრიკესაც რა ტრანსფერებიც უნდოდა არადა არ დაუდეს ვერატი,რაბიო,კოუტინიო,ისკო თუ კარგად მახსოვს კანსელუსაც ითხოვდა თუ რომელიღაც კარგ კარჯვენა მცველს იმ პერიოდში რეალურად ენრიკეს მარტო 2 სეოზნი ჰყავდა კარგი გუნდი მერე ტიპს საერთოდ დაცვა აღარ ყავდა ალბას ყოფნას აზრი არ ქონდა ალვეშის მაგივრად ალეიშ ვიდაკი მოიყვანეს რომელსაც კოჭი მოტეხეს პირველივე თვეს ჩავის შემცველად ანდრე გომეში მოუყვანეს პედროს შემცველლად პაკო ალკასერი და ახლა ეგ ფეხბურთელებიც სანატრელი გაგვიხდა სკმაზე ყოფნისთვის
    მაგ აიაქსიდან კიდე ვერავინ ითამაშა დიდი ფეხბურთი ფრენკის გარდა და დელიხტსაც იმიტო აქვს ახლა დიდი შანსი რო ტიპი 18 წლის ასაკში იყო აიაქსის კაპიტანი ეგ რომ ბარსაში მოსულიყო 8-2 არც ყველაზე ცუდ კოშმარში დაგვესიზმრებოდა

  • JustBarcaLover
    schedule 05 დეკ 2023, 19:34
    #6

    აბა ახტი დახტი და კი იცი მერე რაც უნდა ქნა ბოლოს 😄

  • Clever liar
    schedule 05 დეკ 2023, 19:33
    #5

    ციტატა: MESSI 2017
    ფრენკი,დელიხტი,მაზრაუი, ზიეში ტიპები ბარსაში თამაშისთვის იყვნენ დაბადებული და ყველა რაიოლას ფულის სიყვარულს შეეწირა გაგვიმართლა რომ ფრენკის არ ყავდა ეგ აგენტად სიმონსსაც მაგრად გაუმართლა თორე შეიწირავდა რაიოლა მაგასაც ისე როგორც ვანდებეეკი და ზიეში შეიწირა


    მართალი ხარ, მარა ლუის ენრიკეს მერე ბარსელონას მისი ფეხბურთის მთამაშებელი მწვრთნელი არ ყოლია და მაზრაუი ზიეჩი რაღას გაგვიკეთებდნენ :)) სიმონსს მისმა სულსწრაფმა მშობლებმა გამოაცალეს კვარცხლბეკი ფეხიდან თორე ახლა თავისუფლად უნდა ყოფილიყო ჰალანდი მბაპეს ლეველზე

  • MESSI 2017
    schedule 05 დეკ 2023, 19:05
    #4

    ციტატა: Clever liar
    ეს უნდა ეყიდათ დეიონგთან ერათად. აწი ჩაილულია ამის ფეხბურთი..


    ფრენკი,დელიხტი,მაზრაუი, ზიეში ტიპები ბარსაში თამაშისთვის იყვნენ დაბადებული და ყველა რაიოლას ფულის სიყვარულს შეეწირა გაგვიმართლა რომ ფრენკის არ ყავდა ეგ აგენტად სიმონსსაც მაგრად გაუმართლა თორე შეიწირავდა რაიოლა მაგასაც ისე როგორც ვანდებეეკი და ზიეში შეიწირა

  • Clever liar
    schedule 05 დეკ 2023, 18:16
    #3

    ეს უნდა ეყიდათ დეიონგთან ერათად. აწი ჩაილულია ამის ფეხბურთი..

  • rivaldo80
    schedule 05 დეკ 2023, 18:15
    #2

    აი ესა ვერ გაიგებ ვინ როგორ გაიხსნება ამაზე მაგარი მაშინ არავინ იყო დეიონგზე მაგარ ტალანტად ითვლებოდა ყველას უნდოდა თავის გუნდში მაგრამ აღმოჩდა უმაქნისი.პრინციპში მაგ თაობიდან დიდი იგროკი ვერც ვერავინ გახდა ნუ დეიონგი და დელიხტი ისიც ვფიქრობ რომ დელიხტი დიდი ვერაფერი მცველია.

  • Jorkaeff
    schedule 05 დეკ 2023, 17:52
    #1

    ესეც ტრავმიანობს ხშირად, თორე აიქსში ვინც ყავდა ის ყავვს ეხლაც მწვრთნელად რამის მაქნისი რომ იყოს ათამაშებდა მელოტი.