workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას წარუმატებლობის მიზეზები

ბარსელონას წარუმატებლობის მიზეზები

დავიწყოთ პრეზიდენტით და სამწვრთნელო შტაბით.

ყველამ კარგად ვიცით რომ ბართომეუს გუნდისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია, პირიქით ყოველ წელს გუნდს უფრო და უფრო ,,ძირავს” უაზრო, ნაჩქარები ტრანსფერებით და ერთუჯრედიანი მწვრთნელებით რომლებსაც არანაირი ინტელექი, ნორმალური ტაქტიკა, ფეხბურთელების მოტივაციის უნარი, ცვლილებების დროული განხორციელება არ გააჩნიათ. 🤔 ამის გათვალისწინებით მართლა არსებობს იმ ეჭვის საფუძველი რომ ბართომეუ მოგზავნილია ბარსას გასანადგურებლად. 😂 

ეხლა გადავიდეთ მეორე მიზეზზე.

როცა ნეიმარი უეცრად გადავიდა პსჟ-ში ბარსა თითქოს შოკში ჩავარდა. კოუტინიო+დემბელე მოიყვანეს და ეს ტრანსფერები რომ არ გამართლდა ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ ეს ფეხბურთელების ბრალი ნაკლებადაა. ძალიან ცუდ პერიოდში მოუწიათ გუნდში ყოფნა როცა გუნდი გუნდს არგავდა. ვინაიდან ფეხბურთელებსაც გაუჭირდათ გუნდში ყოფნა. კოუტინიო რომელიც 140 მილიონად იყიდეს და ამხელა იმედებს ამყარებდნენ + სხვა პოზიციაზე ათამაშებდნენ მომდევნო წელს გაუშვეს იჯარით. ეს უკვე ყველაფერს ამბობს.

რაც შეეხება დემბელეს. ფრანგი 2 წელზე მეტია გუნდშია და თითზე ჩამოსათვლელი თამაშებიაქვს ნათამაშები ბევრი განიავებული საგოლე მომენტებით. მაგრამ ასევე ისეთი გოლებიც აქვს გატანილი სადაც ნიჭი აშკარად ჩანს. ვიმედოვნოთ რომ ეს ტრამვა დემბელესთვის ბოლო იყო და შემდეგი სეზონიდან ის სრულ მზადყოფნაში იქნება და იტყვის თავის სიტყვას.

მესამე მიზეზი.

გუნდში მოგროვდა  ისეთი ფეხბურთელები რომელიც ბარსას დონის აშკარად არ არიან.

მაგ:

-ლენგლე (ითამაშა რამოდენიმე კარგი თამაში მაგრამ ძალიან უაზრო შეცდომებს უშვებს, ისეთს რომელიც ბარსელონას ფეხბურთელს არეკადრება)

-სემედო (პორტუგალიელმა უამრავი გულშემატკივრის გული მოიგო მისი თავდასხმაში ეფექტური თამაშით და სისწრაფით მაგრამ რეალობას თუ თავს გავუსწორებთ შეტევაშიც იშვიათად თუ თამაშობს კარგად დაცვაში კი თამამად ვიტყვი რომ ფეხბურთელი არაფერს წარმოადგენს)

-ფირპო (მას ბევრი არც უთამაშია და იდეაში არც განიხილება ძირითადის წევრად მაგრამ ყველა ვხედავთ რომ ალბა წლიდან წლამდე ძალიან უკლებს თამაშს, და მისი ნორმალური შემცვლელი გვჭირდება.რომელიც დაცვაშიც კარგი იქნება და შეტევაშიც)

-უმტიტი (უმტიტი რათქმაუნდა არის ბარსას დონის და მან პირველი წლები ძალიან კარგად ჩაატარა მაგრამ მან მისი კარიერა მსოფლიო ჩემპიონატს შეწირა,ამაში ბევრი გაამართლებს მაგრამ კიდევ უფრო ბევრი გაამტყუნებს. უმტიტმა თვითონ დაუსვა წერტილი ბარსელონურ კარიერას. ისიც აუცილებლად უნდა წავიდეს.)

-მარტინ ბრეიტვეიტი (ვიცით რომ გუნდმა ის სხვა ფეხბურთელების ტრამვიანობის გამო შეიძინა მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა წავიდეს ამაზე დავა არ ღირს.)

მეოთხე მიზეზი

გუნდში უამრავი ფეხბურთელია რომლებიც დროა წავიდნენ და გზა გაუხსნან ახალგაზრდებს

მაგ:

-პიკე (ფეხბურთელი რომელიც ბარსას დაცვის აშკარა ლიდერია ძალიან უაზრო შეცდომები ახასიათებს ყველა თამაშში. არ შეუძლია გუნდს შემოუძახოს გაამხნევოს დროა უკვე წავიდეს და გზა ახალგაზრდებს გაუხსნას)

-რაკიტიჩი (ხორვატს ბოლო ორი წელია მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია. არც სისწრაფე არც გამჭოლი პასები ვერც დაცვაში ვერ ეხმარება გუნდს. კითხვითი ნიშნები არარსებობს, ხორვატი უნდა წავიდეს ამ ზაფხულსვე)

-ვიდალი (ვიდალისნაირი ფეხბურთელი როცა გუნდში გყავს კარგია, შემართება და ბრძოლიისუნარიანი ფეხბურთელი. მაგრამ ჩილელი რეალურად აზარალებს გუნდს. სისწრაფე არაქვს.სწორ ხაზოვანი პასებით და ნელი თამაშით აზარალებს გუნდს. და ისიც უნდა წავიდეს აუცილებლად.)

-სუარეზი (სუარეზს ბევრი მომხრე ყავს ფანების სახით მაგრამ მნიშვნელოვან თამაშებში რომ ურუგვაელი ქრება ეს ფაქტია.+ სისწრაფე მოკლებულიაქვს. წონა მომატებული. დასწრებაზე არ თამაშობს. პასს მარტო მესის უკეთებს. გოლები საკმაოდ გააქვს მაგრამ ფეხბურთში რომ მარრტო გოლი არ არის მნიშვნელოვანი ეს ყველამ ვიცით.)

მეხუთე მიზეზი:

გუნდს არ ყავს ისეთი კაპიტანი რომელიც გუნდს შემოუძახებს. ენერგიაზე მოიყვანს გამოაფხიზლებს,მოტივაციას აუმაღლებს. ესეთი ფეხბურთელი კი ძალიან საჭიროა გუნდში თან არაერთი.

ასევე გუნდს პრიორიტეტები არაქვს დალაგგებული.ამაში იმას ვგულისხმობ რომ როცა ესეთი შემადგენლობა გყავს და შენ ლალიგის.კოპა დელ რეის და ჩემპიონთა ლიგის დადებაც გინდა ცოტა სასაცილოც არის.

გუნდა უნდა გადაწყვიტოს რა უნდა რომელი უნდა. და შედარებით უკეთესად ის ტურნირიი ითამაშოს.

მაგალითად ავიღოთ რეალი.გუნდი ბოლო წლებში უარი თქვა ლალიგაზე მაგრამ სამი ჩემიონთა ლიგა დადო. ეხლა გუნდი მიხვდა რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწევდნენ და ლალიგა დადეს მაგრამ ამაში რომ ჩვენ შევუწყეთ ხელი ძალიან აშკარაა. მაგრამ რეალურად ეს ბარსელონა არიმსახურებდა ლალიგას და ჩემპიონთა ლიგას მითუმეტეს.

ამდენი მიზეზის მიუხედავად გუნდს აქვს შანსი რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს მაგრამ მეეჭვება ეს ერთ წელში მოხდეს. მაგრამ ბარსას ფანები უნდა შეეგუონ იმას რომ გუნდში გადაწყობა იწყება და მინიმუმ 2 წელი უტიტულოდ ჩაივლის. 

დასკვნა:

ფირპო. ლენგლე. უმტიტი. პიკე. სემედო. ვიდალი. რაკიტიჩი. ბრეიტვეიტი. სუარეზი — ეს ფეხბურთელები აუცილებლად გასაშვებია გუნდიდან.

არაუხო. მონჩუ. კოლადო. — ეს ფეხბურთელები აუცილებლად უნდა დაწინაურდნენ და შანსი უნდა მიიღონ არაერთ თამაშში.

ასევე არის უამრავი ტრანსფერი განსახორციელებელი

ალბას შემცვლელი (ტალიაფიკო)

ორი ცენტრალური მცველი (უპამეკანო. ???)

ორი მარჯვენა მცველი (დესტი.???)

ნახევარმცველი რომელიც დაცვაშიც კარგი იქნება და შეტევაშ და რაც მთავარია კარში დარტყმის არ მოერიდება. (კანტე)

გუნდმა უნდა ისწავლოს ცენტრ ფორვარდის გარეშე თამაში. ბოლო წლებში ამას ბევრი გუნდი აკეთებს. ამის საუკეთესო მაგალითი არის აიაქსი და ლივერპული.

ჩვენ გვინდა ისეთი ფეხბურთელი რომელიც პასებს გაანაწილებს. შეტევას დააწყნარებს და თუ საჭირო იქნება გაამწვავებს. ნებისმიერ ბურთს დაიმორჩლებს. სისწრაფეც რომ რონმალური ექნება და სივრცეებს გაუხსნის დანარჩენ ფეხბურთელებს და ბარსას ყავს ამის გამკეთებელი ფეხბურთელი რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამ საქმეში თუ საუკეთესო არა. (გრიზმანი)

გუნდმა მოიყვანა პიანიჩი. ტრინკაუ. პედრი ეს ფეხბურთელები ნამდვილად დაგვეხმარებიან მომდევნო სეზონიდან.

გუნდში ეს ახალგაზრდები აუცილებლად უნდა დაწინაურდნენ.

აკიემე. არაუხო. ტოდიბო. მონჩუ. მატეუსი. კოლადო. პედრი. პუჩი. ტრინკაუ. 

რამოდენიმე კარგი ტრანსფერი და გუნდი გადაიტანს ამ წლებს დარწმუნებულივარ.

თუ რამე მიზეზი გამომრჩა კომენტარებში დაწერეთ და გავარჩიოთ 😘 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Pirat❤️💙
    schedule 15 აგვ 2020, 23:01
    #4

    რაფინიასაც მივამატებდი გამშვებების სიას და იქითა სეზონისთვის ასეთ შემადგენლობას ვისურვებდი
    4-2-3-1
    შტეგენი
    დესტი უპამეკანო კონატე/არაუხო ალაბა
    დეიონგი პიანიჩი
    მესი კოუ დემბო
    გრიზი ცრუ ცხრიანზე

    ბუსკე ზამენაზე და ნეტოც გასაშვებია მაინც არ ვათამაშებთ მაგას ჯობია ბეს მეკარე დავიმატოთ

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 20:46
    #3

    Griezzy7,
    გუშინდელი მატჩის მერე არვიცი პიკე და ბუსკეტსი როგორ იქნებიან მომავალში მწვრთნელს გააჩნია ვინ მოვა თუ პოჩეტინო მოვიდა მემგონი ამათ სკამზე გადასვამს 😀

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 20:41
    #2

    Griezzy7,
    იმენა ჩემ აზრებს კითხულობ ❤️ მეც პირველ რიგში უპამეკანო მინდა რო მოიყვანონ მაგის გაშვება არ შეიძლება არაფრით კანტეც ნაღდად გამიხარდება და გაასწორებს ბარსაში ლამპარდზეც გეთანხმები ისე ჩელსიც საკაიფოდ გაძლიერდა მომავალი სეზონისთვის ვერნერი და ზიეჩი დაითრია 😀

  • BARCELONA FOREVER
    schedule 15 აგვ 2020, 20:32
    #1

    ყოჩაღ ძმაო ყველაფერი ძალიან ზუსტად გიწერია გეთანხმები ყველაფერში აუცილებელია ცვლილებები მოსაყვანია ყველა ვინც გიწერია მარა კანტე არ მგონია რო გამოუშვან 😀