workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ქალთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონია

“ბარსელონას” ქალთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონია

“ბარსელონას” ქალთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონია – ფეხბურთის ფედერაციამ ტურნირის დარჩენილი თამაშების გაუქმებისა და ტიტულის კატალონიელებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

“ბარსა ფემენი” პრიმერას გამარჯვებული მეხუთედ გახდა და ყველაზე ტიტულიან ბილბაოს “ატლეტიკს” გაუთანაბრდა. აქამდე, კატალონიელებმა ჩემპიონობა 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში ჰქონდათ მოპოვებული. მოქმედი ჩემპიონი მადრიდის “ატლეტიკო” იყო, რომელმაც წინა სეზონში მე-3 ტიტული მოიპოვა. 

წლევანდელი სეზონი 21-ე ტურის შემდეგ შეწყდა. “ბარსელონამ” მეორე ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” 9 ქულით გაასწრო, თანაც მათზე ზუსტად 2-ჯერ მეტი გოლის (86) გატანა მოახერხა. შთამბეჭდავია გაშვებული გოლების რაოდენობაც – მხოლოდ 6. კატალონიურმა გუნდმა 21-დან ფრედ მხოლოდ 2 მატჩი დაასრულა და არცერთი წაუგია. 

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, 23 გოლით, “ბარსას” შემტევი ხენიფერ ერმოსო გახდა. მასთან ყველაზე ახლოს, 20 გოლით, ასევე “ბარსელონელი” ასისატ ოშოალაა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 07 მაი 2020, 10:33
    #2

    "არცერთი წაუგია"??? იქნებ არცერთი არ წაუგია?.

  • ROUCH
    schedule 07 მაი 2020, 03:06
    #1

    კარგია, დანარჩენ გუნდებსაც წარმატებები