FiveThirtyEight, ვებსაიტი უამრავი სტატისტიკური მონაცემებითა და ანალიზით, “ბარსას” ევროპაში, სიძლიერის მიხედვით, მეოთხე გუნდად მიიჩნევს.
ის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც რეიტინგში გუნდის პოზიციას განსაზღვრავს, დაფუძნებულია როგორც შეტევის, ასევე დაცვის შედეგებსა და სტაბილურობაზე.
ნახსენებ რეიტინგში “ბარსელონა” “ლივერპულს” ჩამორჩება, რომელსაც შიდა ჩემპიონატში ჩატარებული 29 მატჩიდან მხოლოდ თითო მარცხი და ფრე აქვს. “ბლაუგრანას” ასევე პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” უსწრებს, რომელიც ამ რეიტინგის მოწინავე პოზიციას იკავებს.
უცნაურია, მაგრამ გავლენიანმა ევროპულმა გამოცემამ კატალონიურ კლუბზე წინ მიუნხენის “ბაიერნი” დააყენა. გერმანული გუნდი სეზონის სტარტზე საკმაოდ არასტაბილური იყო, ბუნდესლიგაში კი წინა წლებისაგან განსხვავებით, აშკარად დაკარგა დომინანტი ლიდერის სტატუსი.
FiveThirtyEight-ის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. “მანჩესტერ სიტი” (პრემიერ ლიგა)- 94.8
2. მიუნხენის “ბაიერნი” (ბუნდესლიგა)- 94.4
3. “ლივერპული” (პრემიერ ლიგა)- 91.9
4. “ბარსელონა” (ლა ლიგა)- 90.3
5. მადრიდის “რეალი” (ლა ლიგა)- 89.5
6. პსჟ (ლიგა 1)- 89.2
7. “ლაიფციგი” (ბუნდესლიგა)- 88.1
8. “მანჩესტერ იუნაიტედი” (პრემიერ ლიგა)- 86.2
9. ლონდონის “ჩელსი” (პრემიერ ლიგა)- 85.5
10. დორტმუნდის “ბორუსია” (ბუნდესლიგა)- 85.4
ბარსა N1
Raiyo juventusi koronavirus gadadebda sxvebs am siashi ro yofiliyo?