workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელების კრიტიკა ხელმძღვანელობის მიმართ

ფეხბურთელების კრიტიკა ხელმძღვანელობის მიმართ

მესიმ კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და სავარაუდოდ არც უკანასკნელი იქნება.
მოდი, მივყვეთ ქრონოლოგიურად და გავიხსენოთ ის შემთხვევები, როცა ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებისგან კრიტიკა დაიმსახურა.

მოსამზადებელი ეტაპი

პირველი კრიტიკა ჯერ კიდევ იქამდე გაისმა, სანამ სეზონი დაიწყებოდა.

“რთული იქნება ახალი სეზონის დასაწყისისთვის მზად ვიყოთ, რადგან მოსამზადებელი ეტაპი უმეტესად მოგზაურობაში გავატარეთ და არა სავარჯიშო მოედანზე.” – ამბობდა ჟერარ პიკე.

იგივე პრობლემას გაუსვა ხაზი ერნესტო ვალვერდემაც: “ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე, “ბილბაო”, უკეთ იქნება შეხვედრისთვის მომზადებული”.

გაუგებრობა 21 ნომრიანი მაისურის ირგვლივ

“ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, ფრენკი დე იონგმა, 21 ნომრიანი მაისური მოირგო. ამავე ნომრით თამაშობდა “აიაქსშიც”. ნომრის დათმობა მოუწია კარლეს ალენიას, რომელიც ხელმძღვანელების დამოკიდებულებით უკმაყოფილო იყო.

“დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია და მას ნომერს სიამოვნებით დავუთმობდი, მაგრამ ხელმძღვანელობამ ეს ისე გააკეთა, რომ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს.”

ბონუსის გარეშე დარჩენილი არტურო ვიდალი

არტურო ვიდალს შეთანხმების საფუძველზე ბონუსი ეკუთვნოდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ამაზე უარი თქვა, ისე, რომ შეთანხმება არც კი განუხილავთ. ამან ჩილელის უკმაყოფილება გამოიწვია.

აბიდალისა და მესის კონფლიქტი

აბიდალმა ფეხბურთელები ღიად გააკრიტიკა და დასძინა, რომ ისინი მოედანზე მაქსიმალურად არ იხარჯებოდნენ.

მისი კრიტიკა მესიმ უპასუხოდ არ დატოვა: “ვფიქრობ, როცა ასეთ რამეს ამბობ, კონკრეტული ფეხბურთელიც უნდა დაასახელო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელს გუნდს ლაფში სვრი, რაც უსამართლოა.”

რაკიტიჩის კონტრაქტი

რაკიტიჩის კონტრაქტის ვადა, 2021 წლის ზაფხულში იწურება. “ბარსას” ნახევარმცველი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ წარიმართა კონტრაქტზე მუშაობა. როცა მას ამ თემაზე კომენტარი სთხოვეს, შემდეგი რამ უპასუხა: “უამრავი რამ არის, რაც არ მომწონს და ამის შესახებ ღიად ვსაუბრობ.”

შემადგენლობის სიმცირე

ასევე რაკიტიჩმა გააკრიტიკა ამჟამინდელი შემადგენლობა, წილისყრის შემდეგ, როცა “ბარსას” მეტოქედ “ნაპოლი” ერგო. რაკიტიჩმა დასძინა: “ჩვენ პატარა შემადგენლობა გვყავს და მათ ეს კარგად იციან.” რაკიტიჩს, ბუსკეტსიც დაეთანხმა.

სკანდალი სოციალურ მედიაში

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა თანხას ხარჯავდა იმაში, რომ მათ დაქირავებულ კომპანიას ფეხბურთელების რეპუტაცია შეელახა. მათი პირველი სამიზნე კი ცოცხალი ლეგენდა, ლიონელ მესი იყო.

“ბარსას” დანარჩენმა ფეხბურთელებმა კითხვებს დიპლომატიურად უპასუხეს, მაგრამ მესის უკან არ დაუხევია: “არ დავმალავ, რომ უცნაური შემთხვევაა, ჩვენ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, ეს სიმართლეა თუ არა.”

ხელფასები

უკანასკნელი განხეთქილება, სულ ცოტა ხნის წინ, მესის განცხადებამ გამოიწვია, რომლის შედეგადაც ყველამ გაიგო, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები არასდროს ყოფილან ხელფასების შემცირების წინააღმდეგნი. მესიმ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და დაადანაშაულა, რომ მათზე ზეწოლას მედიის დახმარებით ცდილობდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Lasha71
    schedule 31 მარ 2020, 20:40
    #5

    აბა მესი მაფიოზიაო და ყველაფერს ის წყვიტავსო? ვერ მოაგვარა ეს ამბები?

  • MARADONA1968
    schedule 31 მარ 2020, 17:38
    #4

    კორონა და ბართუ ერთი ვირუსია

  • nika 54
    schedule 31 მარ 2020, 17:27
    #3

    რა დონეზეა ეს დაპპალი განაგლებული რო ასეთი მომთმენი და უტყვი ლეო ნერვებზე მაინც მოშალა.

  • M10 S9 D11
    schedule 31 მარ 2020, 16:25
    #2

    ეს რა ჭირი გვყავს როდის მოგვშორდება

  • FloweN
    schedule 31 მარ 2020, 12:41
    #1

    იმედია ბართომეუს მერე მაინც მოვა წესოერი პრეზიდენტი, ლეომ ერთხელ მაინც მოიგოს ლიგა, კიდევ ერთხელ🙃