workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ივან რაკიტიჩი: “სევილიას” მაისურით კვლავ თამაშზე ვოცნებობ

ივან რაკიტიჩი: “სევილიას” მაისურით კვლავ თამაშზე ვოცნებობ

“ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, მორიგ კომენტარს აკეთებს. 31 წლის ფეხბურთელი არც მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლას გამორიცხავს და არც “სევილიაში” დაბრუნებას.

“სევილიაში” დაბრუნება? ვნახოთ. თუ მოლაპარაკების დრო მოვა, ყველამ იცის, რომ ამით კმაყოფილი ვიქნები. ამ გადმოსახედიდან, ეს საამაყო და სასიამოვნოა. ჩემი კარიერის გარკვეულ ეტაპზე “სევილიას” მაისურის კვლავ მორგებაზე ვოცნებობ.

“ატლეტიკო”? ვნახოთ, რა მოხდება. საუბარი დიდებულ გუნდზე გვაქვს, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძვის. ჩემი მიზანიც ყველაფრის მოგებისთვის ბრძოლაა.” – ციტირებს ივან რაკიტიჩის სიტყვებს As.

ივან რაკიტიჩი “სევილიაში” 2011-2014 წლებში, “ბარსელონაში” გადმოსვლამდე თამაშობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 03 დეკ 2019, 21:17

    წადი მერე ვინ გაკავებს

  • me da barca
    schedule 03 დეკ 2019, 19:58

    ჩაურტყა ორივეს. სევილიამ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულიაო.