“ბარსელონა”-“ვალენსიას” მატჩის შემდეგ ანსუ ფატიმ საყოველთაო ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ახალგაზრდა ვარსკვლავის თამაში ერნესტო ვალვერდემ, სერხიო ბუსკეტსმა, ფრენკი დე იონგმა, კლემან ლანგლემ და ნელსონ სემედუმ შეაფასეს.
ფატის მიღწევა მხოლოდ მის თანაგუნდელებსა და მწვრთნელს არ შეუმჩნევიათ – მას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა.

ESPN: ლა ლიგაში ორი გოლის გასატანად ანსუ ფატის 3 შეხვედრა დასჭირდა, ლეო მესის კი – 13.

B/R Football: 16 წლის ანსუ ფატი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ერთ შეხვედრაში გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მას ამისთვის შვიდი წუთი დასჭირდა.

16 წლის ანსუ ფატი: 3 მატჩი, 2 გოლი, 1 შედეგიანი გადაცემა.
19 წლის ვინისიუს ჟუნიორი: 22 მატჩი, 2 გოლი, 1 შედეგიანი გადაცემა




აგერ ამას ქვია ნიჭი)) 16 წლის ბავშვი გამოვიდა და რაც ითამაშა არცერთი გაუაზრებელი ქმედება არ ქონია,არცერთი უაზრო პასი და გოლებიც შეყარა.იგივე შეიძლება ითქვას დე იონგზეც,გააზრებულად და მოზომილად თამაშობს შეტევაშიც და უკანაც. თქვენ კიდე დემბელეს სამ წლიანი ფაფხური ვალვერდეს აბრალეთ)) მძორი მწვრთნელი რომაა გასაგებია მარა ვალვერდე ყავდა მწვრთნელად ყველა ახალწვეულს და ელემენტარული პასის გაკეთება არ გაჭირვებიათ ორ მეტრში)) კაროჩე იმის თქმა მინდა დაანებონ ამ დემბელეს თავი გაისად მიასაღონ ვინმეს და წელს ანსუ/პერესი დატვირთონ ჯობია,არაფერი დადგება მაგისგან მითუმეტეს ტრავმიანია. ანსუ კიდე ნამდვილად ტალანტია და ბევრის მიღწევა შეუძლია.პერესს არაუშავს მარა ეგ მაქსიმუმ პედროს დონის იგროკი დადგეს ( რაც მამენტ ცუდი არაა).