ნელსონ სემედუ: ფატის წარმატება გვაბედნიერებს

ნელსონ სემედუ: ფატის წარმატება გვაბედნიერებს

კლემან ლანგლეს მსგავსად, “ვალენსიასთან” ჩატარებული შეხვედრითა და ანსუ ფატის ბრწყინვალე გამოსვლით ნელსონ სემედუც კმაყოფილია. წარმოგიდგენთ “ბარსელონას” განაპირა მცველის კომენტარს.

“მთავარი გამარჯვებაა. შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენთვის, ანსუ ფატისა და ფრენკი დე იონგისთვის ეს საღამო ბრწყინვალე გამოდგა. ყველა იმ მოთამაშეს მადლობა უნდა გადავუხადოთ, ვინც გამარჯვებისთვის დაუღალავად შრომობს.

ანსუს წარმატებით ბედნიერები ვართ, რადგან ის კარგი ბიჭია. ფატის მეტი შანსის მიღების, გოლის გატანისა და შედეგიანი გადაცემის გაკეთების იმედი აქვს. ის დაუღალავად შრომობს და ვთვლი, რომ აქ წარმატებას მიაღწევს.

ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ კარგი გაგრძელება გვჭირდებოდა. მალე ჩემპიონთა ლიგა იწყება და აუცილებელია მას კარგი განწყობით, თავდაჯერებულად შევხვდეთ.”-ვკითხულობთ სემედუს სიტყვებს გამოცემა SPORT-ის საიტზე.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (3)

  • messi and iniesta
    15 სექ 2019, 09:41

    წარმატება არა მარტო ფატტის ასევე პერეირასაც მასაც დიდი მომავალი აქვს

  • Ika-cule
    15 სექ 2019, 03:14

    Magrad ar gaumartla cota daklda golamde semedos unda moumatos Aman

  • M10 S9 D11
    15 სექ 2019, 03:01

    სემედუმ კარგად ითამაშა დღეს აუ ნეტა ის გოლი გაეტანა შტანგას რო გაარტყა