ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლანგლე: ფატი 16 წლისაა და ჩვენ მას უნდა მოვუფრთხილდეთ

ლანგლე: ფატი 16 წლისაა და ჩვენ მას უნდა მოვუფრთხილდეთ

“ბარსელონა”-“ვალენსიას” (5:2) შეხვედრის შემდეგ, კატალონიური გუნდის მცველმა, კლემან ლანგლემ ანსუ ფატის მხარი დაუჭირა და გუნდის თამაში შეაფასა.

“ანსუ შესაძლებლობებს იყენებს და შესაბამისად, იმსახურებს იმ წარმატებას, რაც ელის. თუმცა, ჩვენ მასთან მიმართებაში მოთმინება გვმართებს – ფატი მხოლოდ 16 წლისაა.

მისი წარმატებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ანსუს დრო უნდა მივცეთ. ის 16 წლისაა და ყველაფერი შეიძლება უმოკლეს დროში შეიცვალოს. მას უნდა გავუფრთხილდეთ და მხარი დავუჭიროთ.

ვურჩევ ხალხს მოუსმინოს და დაუღალავად იშრომოს, რადგან “ბარსელონას” რიგებში გამოსვლა ძალიან რთულია.

რაც შეეხება მატჩს, გვსურს, რომ გოლები არ გავუშვათ, მაგრამ დასაწყისიდან ბოლო მომენტამდე კარგად ვითამაშეთ. მშვენიერი შეხვედრა გამოვიდა და მთავარი ისაა, რომ მეტოქის ბურთი უპასუხოდ არ დაგვიტოვებია.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ ძლიერი ოპონენტის წინააღმდეგ, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს. “ვალენსიას” განსხვავებული სტილი აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.”-ვკითხულობთ ლანგლეს სიტყვებს გამოცემა SPORT-ის საიტზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 15 სექ 2019, 03:00

    ფატის კი მოვუფრთხილდებით ჩვენ მარა შენ რო მოსამატებელი გაქვს მაგას რა ვუყოთ

  • Nou kamp
    schedule 15 სექ 2019, 02:05

    მესის რომ წავა რა ეშველება ბარსელონასო უხარია სასტავს smiley
    არადა როგორც ამბობენ იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო. რეალის დედას მუდამ გავხერხავთ.
    გველაძუები ფასებმა აიწია და ვეღარ დომინირებს პერესი სატრანსფერო ბაზარზე. დატოვეს გუნდი ბეილი ბენზემა და ხამესის იმედად. ჰო ის პიტალო ბელგიელი არ დაგვავიწყდეს კიდე.რეალს დიდ კატალონიის სარდალს დააჭერინებენ ხელში მალე