პატრიკ კლუივერტმა BeIn Sports-თან ინტერვიუში “ბარსელონას” ახალწვეულ ფრენკი დე იონგზე ისაუბრა. ყოფილმა კატალონიელმა კომენტარი ჯერ კიდევ “აიაქსში” მოთამაშე ამომავალი ვარსკვლავის პროგრესზე გააკეთა.
“ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამასთან, ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. მე მას დიდი ხანია ვიცნობ, რადგან ჩემს შვილთან ერთად “აიაქსში” თამაშობდა და მასში ტალანტის დანახვა იმ დროსაც შეიძლებოდა.”
თამაშის ხედვა და ტექნიკური შესაძლებლობები მთავარი დადებითი მხარეებია დე იონგისა, რომელიც, კლუივერტის აზრით, “ბარსელონას” წარმატებებში დიდ წვლილს შეიტანს და საკვანძო მოთამაშეც გახდება. “როცა ბურთს იღებს, მაშინვე იცის, მას რა უნდა უყოს. იგი ნახევარმცველებისა და ფორვარდებისთვის ყოველთვის ვერტიკალური პასების გაკეთებაზეა ორიენტირებული. ასევე, როცა სივრცეს ხედავს, მას ძალიან სწრაფად ფარავს კარგი დრიბლინგის საშუალებით.”
ინტერვიუს დასასრულს კი პატრიკმა დააამატა, რომ “ბარსელონას ახალი ამომავალი ვასკვლავი გულშემატკივრებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, რადგან მისი თამაშის სტილი ამ კლუბთან თავსებადია.”
დე იონგი უკვე მსოფლიოს ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავის ქების ღირსი გახდა, რაც “ბარსელონას” გულშემატკივრების მოლოდინს კიდევ უფრო აძლიერებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი კატალონიურ გრანდს პირველ ივლისს შეუერთდება.
დე იონგი კი არა 1-2 სეზონში შენი შვილი ბარსაში გაჩითე თორე ჩამოგკიდებ კაუჭზე