“პარი სენ-ჟერმენის” 23 წლის ნახევარმცველი ადრიან რაბიო პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს და ის “ბარსელონაში” უფასოდ გადასვლასთან ახლოსაა.
რაბიოს მიერ პსჟ-სთვის უარის თქმის მიზეზი მხოლოდ გუნდიდან წასვლის სურვილი არაა. ფრანგი ნახევარმცველი ხელფასის წლიურ 10 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს და პარიზულ გუნდს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ჯერჯერობით, არ შეუძლია.
როგორც ცნობილია, UEFA “პარი სენ-ჟერმენის” ტრანსფერების ფინანსურ ფეარ ფლეისთან შესაბამისობას იძიებს. ამის მთავარი მიზეზი კლუბის მიერ ნეიმარის “ბარსელონადან” 222 მილიონ ევროდ შეძენაა. წესების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, პსჟ-ს სერიოზული სანქცია ემუქრება, რადგან ეს კლუბი, ამ წესების დარღვევაში, აქამდეც იყო შემჩნეული.
არსებული გამოძიების გამო, “პარი სენ-ჟერმენი” თავს უფლებას ვერ აძლევს, ხარჯები გაზარდოს და რაბიოს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პარიზელები ამას გამოძიების დასრულებამდე ვერ შეძლებენ, მანამდე კი, “ბარსელონას” შანსი აქვს რაბიოსთან კონტრაქტი გააფორმოს.




კარგი იქნებოდა რაბიოს მოსვლა..
და სულ დაღლევდება ხალიფა მაგის ბოგმა დაახჩობს მაგ გამზდელ მინზრეულს
რა მაგარი იქნება უფასოდ რომ გავიფორმოთ ეს
აბაა :დ ვინ დაგვითრევია უფასოდ ვერ ვიხსენებ :დდ ბაიერნმა ლევანდოვსკი რო დაითრია მთლად მასეთი ვერა მარა არანაკლები ტრანსფერია
უფასოდ თუ ბარსა ფეხბურთელს დაითრევს სასწაული იქნება:)