“ბარსელონას” ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ხორვატიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“ხორვატიის ნაკრები ძალიან კარგი და დაბალანსებული გუნდია. ეს ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ. გაგვიხარდება, თუ ამ გუნდს დავამარცხებთ, რადგან მასში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც მოდრიჩი და რაკიტიჩი არიან.
რთული მატჩები მომწონს. სირთულეების დაძლევა მიყვარს.” – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Mundo Deportivo.
ცნობისთვის, ესპანეთი და ხორვატია ერთმანთს ხვალ თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაუპირისპირდებიან.