“სევილიას” სპორტული დირექტორი, ხოაკინ კაპაროსი ამბობს, რომ “ბარსელონა” კლემან ლანგლეს მხოლოდ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდის შემთხვევაში მიიღებს.
“დარწმუნებით ვამბობ, რომ “სევილია” ლანგლეს თაობაზე მოლაპარაკებას არ გამართავს. “ბარსელონა” ფეხბურთელს მხოლოდ კანონიერი გზით, გამოსასყიდი თანხის გადახდის შემთხვევაში გაიფორმებს. თუ კატალონიელები ამას არ გააკეთებენ, კლემანი დარჩება.
ლანგლე “სევილიას” ფეხბურთელია. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა ვარჯიში უნდა დაიწყოს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ფრანგი პრე-სეზონის კამპანიის მონაწილეც გახდება.
ნათელია, რომ ჩვენ ლანგლეს გაყიდვა არ გვსურს და სწორედ ამიტომ, ფეხბურთელს ახალი წინადადებით მივმართეთ.”-განაცხადა კაპაროსმა.
ვის რა ჩემ კლედ უნდა ეს ამის მომყვანს მოუტკანი ყველაფერი
კიკი უეჭველი გვინდა
მინა მძორია
ვერმა ხშირად ტრავმიანობს
ლენგლე მოაგვარებს პრობლემას
დე იონგი გაასწორებდა და მომავალ წელს დე ლიხტიც
35 მილიონზე თუ წუწუნი დაიწყეს და დაკლებაზე ჩალიჩი გავგიჟდები რა მათხოვარი უფროსობა ყავს ამ ბარცას