ანტუან გრიზმანი “ბარსელონას” უმთავრეს საზაფხულო სამიზნედ რჩება, მაგრამ კატალონიელები არც სხვა ფეხბურთელებს ივიწყებენ.
Sport-ის ცნობით, “ბარსელონამ” “მონაკოს” 22 წლის ნახევარმცველის, ტომას ლემარის მიმართ ინტერესი განაახლა.
კატალონიელებმა “მონაკოს” უკვე მიმართეს. ისინი ფეხბურთელის ფასით დაინტერესდნენ. პასუხად კი მიიღეს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე კლუბი მზადაა 70-დან 90 მილიონამდე შეთავაზებები განიხილოს.
ტომას ლემარი “მონაკოში” 2015 წლიდან თამაშობს. 124 შეხვედრაში მან თავი 22 გატანილი გოლით გამოიჩინა. ის საფრანგეთის ნაკრების წევრიცაა, რომლის შეამდგენლობაშიც 11-ჯერ ითამაშა და 3-ჯერ გაიტანა.
სულ ნუ გააზანგეთ გუნდი :დ :დ
მოსაყვანია.დაგლიჯავდა ბარსაში
გამარჯობათ ბიჭებო (გოგოებო). კეთილი იყოს ჩეი ფეხი თქვენს საიტზე.
ლემარი არის ძალიან მაგარი ბიჭი. იდეალური ვარიანტი იქნებოდა ბარსასთვის.
ძაან მაგრად იჭერს ბურთს, ანაწილებს და სივრცეებსაც იდეალურად ხედავს.
მოკლედ მაგარი შემტევი ნახევარმცველია.
კაი ბიჭია
es shemtevi naxevarmcvelia tu sayrdeni
კაი იგროკია ეს