“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხეფრენ სუარესი კატალონიურ გუნდს თავის სხვა გუნდებს ადარებს.
“ველოდი, რომ “ბარსელონაში” უფრო დიდხანს ვითამაშებდი, მაგრამ როგორც ყველამ ვიცით, ის “ბარსელონა” საუკეთესო იყო, ისტორიაში საუკეთესო. ამ გუნდში თამაში ადვილი არ იყო. მინდოდა, გუნდში კიდევ რამდენიმე წელი დავრჩენილიყავი და მეტი მეთამაშა.
როდესაც მსოფლიოში უდიდეს გუნდს ტოვებ, ხედავ, თუ რა ხდება რეალურად ფეხბურთში. “ბარსელონა” არის ბუშტი, რომელში ყოფნის დროსაც, საზრუნავი არაფერი გაქვს და როდესაც მას ტოვებ, ყველაფერი იცვლება.
ყველაზე მეტად რა დამაკლდა “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ? ფეხბურთის 1-2 შეხებით თამაშს ვიყავი მიჩვეული, სხვა გუნდებში კი ასე არ ხდება.” – ციტირებს ხეფრენის სიტყვებს Marca.
ხეფრენ სუარესი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში ის 2008-2011 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში გამართულ 34 შეხვედრაში ფეხბურთელმა 3 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი “ელ კლასიკოში”, “რეალთან” 5:0 მოგების შემდეგ.
“ბასელონას” შემდეგ ვენესუელელმა ფეხბურთელმა “სპორტინგში”, “ვალიადოლიდსა” და “ეუპენში” ითამაშა, ახლა კი, 30 წლის შემტევი “გრასჰოპერსში” ირიცხება.
ჯეფრენ გრაციას იმ ერთი გოლისთვის
Asaki mesis ar emateba tu raxdeba vergavige :d xefreni bevrad patara megona mesize da ki yopila 30 wlis :d