workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MARCA რონალდინიოს იხსენებს

MARCA რონალდინიოს იხსენებს

რონალდინიოს ჯადოქრობის გამო, ფანები პეპის ეპოქაშიც კი ნოსტალგიას განიცდიდნენ. შეუძლებელია არ გენატრებოდეს ფეხბურთელი, რომელსაც ამხელა სიხარული მოჰქონდა.

ყველას ახსოვს 2005 წელი “ბერნაბეუზე” და ფეხზე წამომდგარი გულშემატკივარის ოვაცია.

ორი ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ორი სუპერ თასი, მსოფლიო ჩემპიონატი, “ოქროს ბურთი” და FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო – ტიტულები ყველაფერზე მეტყველებს.

MARCA-მ რონალდინიო, სპორტსმენების მეშვეობით გაიხსენა.

“ის მაშინ დაეხმარა “ბარსას”, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.” – ამბობს პეპ გვარდიოლა.

“ის ერთ-ერთი პირველია მათგან, ვისაც მოედანზე სიხარული მოჰქონდა” – ამბობს ლუის ენრიკე.

“უამრავი ისტორია ვიცი მის შესახებ, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ. ის საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი მინახავს. რონალდინიო აკეთებდა იმას, რასაც ვერავინ გააკეთებს. – ამბობს ბოიან კრკიჩი.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთელი, რომლისაც ყველაზე მეტად მესმოდა, აიმარი იყო, რონალდინიოს სხვა უნარები ჰქონდა, მას ჩვენი გაოცება შეეძლო, არ ჰქონდა მნიშვნელობა მიყურებდა თუ არა, პასი მაინც ზუსტად იქ მომდიოდა, სადაც საჭირო იყო.” – ამბობს ლუის გარსია.

“ის საუკეთესო იყო, ვისთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენლად მაღალი დონის ფეხბურთელი, ფიზიკურად ძლიერი იყო, ტექნიკურად კი საოცარ სიმაღლეზე იმყოფებოდა. – სანტი ესკერო.

“მისი განწყობა და ოპტიმიზმი ყველასთვის გადამდები იყო, ის განსაკუთრებული იყო, ყველასგან განსხვავებული.” – ანდრეს ინიესტა.

“სამი სამზე თამაშისას, შეუძლებელი იყო მისი დამარცხება, თუ ბურთს რონალდინიო მიიღებდა, მისი გუნდი ყოველთვის იგებდა. – ჟოან ვერდუ.

“ხანდახან დაღლილი ჩამოგვრჩებოდა, სამი დღის უძინარი ძლივს ძუნძულებდა, მაგრამ მერე სწრაფად გამოფხიზლდებოდა და ყველას ცუდ დღეში გვაგდებდა.” – სერხიო სანტამარია.

“მახსოვს, რომ მისი ვარჯიშის სანახავად იმდენი ადამიანი მოდიოდა, რამდენიც სხვა სტადიონზე თამაშისას მინახავს, ისინი შოკში იყვნენ იმით, რასაც ხედავდნენ. – ორიალ რიერა.

“მახსოვს, როცა მასთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა მომეცა. რატომღაც მთავარ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა, მითხრა, რომ იმდენ ჯარიმას გაიტანდა, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდა, მითხრა და შეასრულა კიდეც, ეს საოცრება იყო.” – იხსენებსნ მეკარე რუბენ მინო.

“სევილიასთან თამაშის წინ მითხრა, თუ რამე პრობლემა გაქვს, მე მითხარი და მოვაგვარებო, ამ დროს მეგონა, რომ ყველანაირი პრობლემის გადაჭრა შეეძლო.” – იხსენებ სანტამარია.

“როცა “ბარსელონაში” გადმოვედი, თმა ისე მოვუშვი, როგორც მას ჰქონდა. ერთ დღეს მითხრა, რომ ისე გამოვიყურებოდი, როგორც ის, მერე მამამ სურათი გადაგვიღო, ეს სახალისო იყო. ყველაფრისგან სიამოვნებას იღებდა, ბურთი უნდა მიგეცა მისთვის და მერე ყველაფერი კარგად იყო.” – იხსენებს ხეფრენ სუარესი.

“ის რომ დღეს ნომერი პირველი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალაც პირველი იქნები. გარედან ეს კარგად ჩანს, მაგრამ ამ წნეხს ბევრი სპორტსმენი ვერ უძლებს. – ამბობს სპორტული ფსიქოანალიტიკოსი ლორენა კოსი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • JUZI
    schedule 14 აგვ 2020, 13:08
    #3

    კაცი ლეგენდა.

  • Magician
    schedule 28 ივლ 2020, 15:55
    #2

    მარტო "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ ნათამაშები ღირს ზოგი ფეხბურთელის კარიერად.

  • Ronaldinhoko
    schedule 28 ივლ 2020, 15:04
    #1

    Adamiani romelic ar ramashobda titulebistvis da statisticistvis is iyo unaklo is iyo sauketeso vinc ki Odesme minaxavs misi tamashit iset siamovenebas vigebdi rom megona sadgac sxva planetaze viyavi yevla samefos yavda tavis erti jadoqari da fexburtsac zustad erti jadoqari yavda misi saxit ❤️💯