წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 იანვარს მოხდა.
თამაშები
20 იანვარს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1885 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კარლეს უოლასი, რომელმაც 1907-11 და 1913-15 წლებში “ბარსელონაში” 25 თამაში ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.
1901 წელი
კატალონიის ჩემპიონატის გახსნით მატჩში “ბარსამ” მომავალ ჩემპიონთან, “ისპანიასთან” სახლში 1-2 წააგო.
1974 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგის გასვლით მატჩში “რასინგი” 3-1 დაამარცხა. 62-ე წუთზე უგო სოტილის მიერ გატანილი გოლი “ბარსასთვის” ლა ლიგაში 2500-ე გამოდგა.
1980 წელი
“ალმერიასთან” “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსას” შემადგენლობაში რობერტო დინამიტეს დებიუტი შედგა. 2-0 მოგებულ მატჩში მან 2 გოლი გაიტანა, ამის შემდეგ კი “ბლაუგრანაში” თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.
1985 წელი
“ესპანიოლთან” სტუმრად უგოლოდ დასრულებული თამაში “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-300 ფრე გამოდგა.
1987 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ვასკესი, რომელმაც 2008-2010 წლებში პირველ გუნდში 3 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1988 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხეფრენ სუარესი, რომელმაც 2008-2011 წლებში კლუბში 34 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
1995 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სერჟი სამპერი, რომელმაც 2014-2019 წლებში კატალონიელთა პირველ გუნდში 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
1997 წელი
რონალდოს FIFA-ს ვერსიით 1996 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა. მე-2 ადგილი ჟორჟ ვეამ დაიკავა, ხოლო მესამე ალენ შირერმა.
1999 წელი
დაიბადა “ბარსელონა ბ-ს” ფეხბურთელი ორიოლ ბუსკეტსი.
2019 წელი
“ლეგანესთან” 3-1 მოგებული შეხვედრა მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.
სეტიენს ნუღა გვახსენებთ
მენახირეს, რომ მწვრთნელად დაგინიშნავენ მეტი დამცირება რაღა გინდა.
რად არ დაიქცა ის დღე როცა სეტიენმა თამაში ჩაატარა😭
კიკე სეტიენმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. კატალონიელებმა "გრანადა" ლიონელ მესის ერთადერთი გოლით დაამარცხეს
და სეტიენმა ვალვერდესგან გასხვავებით ფეხბურთის თამაში მაინც იცისო, ავივსეთ ეგრევე იმედებით, ზოგმა ტრებლისკენ გაწევაც კი ვიკადრეთ
სეტიენს როვ ვკითხოლობ ან მახსენდება ცუდად ვხვდები.